Jump to content
×
×
  • Create New...

სტაბილკოინით ვაჭრობის მხრივ ბაჰამის კუნძულები ლიდერობს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

%E1%83%91%E1%83%90%E1%83%B0%E1%83%90%E1%

გლობალური ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების ახალი რეიტინგის თანახმად, ბაჰამის კუნძულები საცალო განაცხადების მიხედვით ლიდერია.

საცალო ვაჭრობის სტაბილკოინის რეიტინგში ბაჰამის კუნძულებმა 100-დან 92 ქულა აიღო. მას მოსდევდა კამბოჯა 83 ქულით, შემდეგ ჩინეთი 75 ქულით და უკრაინა 71 ქულით.

საკონსულტაციო კომპანიამ, PwC–მ შეისწავლა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოყენება ორი ფაქტორის საფუძველზე: საცალო პროგრამებისა და ბანკთაშორის არსებულ პროგრამებზე.

საცალო განაცხადები გულისხმობს ისეთ პროცესს, როდესაც სტაბილკოინის მართვა და ოპერაცია ხორციელდება უშუალოდ ფიზიკური პირების მიერ და კომპანიებში ციფრული ფულადი სახსრების სახით.

ბანკთაშორისი პროგრამები კი შეზღუდულია მსხვილი ანგარიშსწორების ჩარჩოებით.

”60-ზე მეტმა ცენტრალურმა ბანკმა ციფრულ სავალუტო შეჯიბრში მონაწილეობა უკვე მიიღო”,-აღნიშნულია კვლევაში.

კვლავაში ასევე ნათქვამია, რომ სტაბილკოინი მოქალაქეებისა და კორპორატიული ორგანიზაციებისათვის გადახდის ალტერნატიულ საშუალებად განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკმა სტაბილკოინი 2020 წელს გამოუშვა. Sand Dollar-ის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი გახდა COVID-19 დროს, რადგან მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სტალბილკოინი ყოველგვარი ფიზიკური ურთიერთქმედების გარეშე გამოიყენონ.

The post სტაბილკოინით ვაჭრობის მხრივ ბაჰამის კუნძულები ლიდერობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share