Guest Merlin Posted 21 აპრილი, 2021 Posted 21 აპრილი, 2021 მობილური გადახდის სერვისმა Venmo, რომელიც PayPal-ს ეკუთვნის, ოთხი კრიპტოვალუტის – BTC-ის, ETH-ის, LTC-ს და BCH-ის პირდაპირი ყიდვა-გაყიდვის ფუნქცია დაამატა. უახლოეს რამდენიმე კვირაში Venmo -ს 70 მილიონზე მეტი მომხმარებელი სერვისის აპლიკაციის მეშვეობით კრიპტოვალუტების შეძენას, შენახვასა და გაყიდვას შეძლებს. კრიპტოვალუტების შესაძენად მინიმალური თანხა 1$-ს შეადგენს. თანხის გამოყენებას მომხმარებლები საბანკო ანგარიშსა და სადებეტო ბარათზე მიბმული Venmo-ს ბალანსიდან შეძლებენ. კრიპტოვალუტების დამატება ლიცენზირებულ ფირმა Paxos Trust-თან პარტნიორობით განხორციელდა. 2020 წელს, მომხმარებლების ქცევის ანალიზის შედეგად Venmo-ს სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ კლიენტების 30%-ზე მეტმა კრიპტოვალუტების შეძენა დაიწყო. მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კორონავირუსმა და მისმა თანმდევმა ეკონომიკურმა კრიზისმა ციფრულ მომსახურებაზე გადასვლა დააჩქარეს. ამან PayPal-ს ახალი ფინანსური ტექნოლოგიებით მეტი ექსპერიმენტისკენ უბიძგა. PayPal-ის გენერალურმა დირექტორმა , დენ შულმანმა (Dan Schulman) განაცხადა, რომ კომპანია ყოველდღიური ტრანზაქციების შესასრულებლად ციფრული ვალუტების გამოყენებას მომავალშიც აპირებს. შულმანი კრიპტოვალუტების ინკლუზიურ ეკონომიკას უჭერს მხარს, რომლის პირობებშიც ციფრული აქტივებით სარგებლობას მოსახლეობის ყველა ფენა შეძლებს, მათი შემოსავლების რაოდენობის მიუხედავად. PayPal-მა აშშ-ს მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტების მხარდაჭერა 2020 წლის ოქტომბერში დაამატა.შულმანის სიტყვებით, ამ ინიციატივის რეალიზაციის შემდეგ მან კრიპტოვალუტების, როგორც ხარჯებისა და გადახდების შემცირების კომპლექსური სტრატეგიის განხილვა დაიწყო. თუმცა, შულმანის განცხადებით, ის Tesla-სა და Square-ის მაგალითზე კრიპტოვალუტებში ინვესტირებას არ აპირებს. PayPal-ის დამფუძნებელი ამ სფეროში კომპანიების შეძენით არის დაინტერესებული. ერთ-ერთ ასეთ შენაძენს ისრაელური სტარტაპი Curv წარმოადგენს. გარდა ამისა, PayPal-ის კრიპტოვალუტების განყოფილება გადახდების ეფექტიანობის გასაზრდელად სხვადასხვა ბლოკჩეინების, მათ შორის ეთერიუმის პოტენციალს სწავლობს. შულმანმა ხაზი გაუსვა, რომ PayPal არ აპირებს კრიპტოვალუტის ბირჟებთან კონკურირებას. მან კრიპტოვალუტების სფეროში დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. Წყარო: https://bits.media The post გადახდის სერვისმა Venmo ოთხი კრიპტოვალუტის მხარდაჭერა დაამატა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა