Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ ვერ ამართლებს სტარტაპების უმეტესობა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

სიტყვა სტარტაპის გაგონებაზე, ალბათ, ბევრი წარმოვიდგენთ სტუდენტურ საცხოვრებლებსა და გარაჟებში დაწყებულ ბიზნესს. ამ წარმოდგენას დღეს უკვე გიგანტებად ქცეული ორგანიზაციების ისტორიებიც ამყარებს, რომელთა ნაწილმა ბიზნესში პირველი ნაბიჯების გადადგმა სწორედ ასეთ სივრცეებში დაიწყო. გასახსენებლად Google და Facebook-იც კმარა, რომლებმაც უმცირესი გუნდითა და ბიუჯეტით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტები შექმნეს. თუმცა, მიუხედავად ბევრი ამგვარი და უფრო მოკრძალებული წარმატების ისტორიისა, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მარცხს 10-დან 9 სტარტაპი განიცდის. მათი დაახლოებით 20% ფუნქციონირებას პირველივე წელს, 30% მეორე, 50% მეხუთე, ხოლო 70% მეათე წელს წყვეტს.

სტატიაში გაგაცნობთ იმ უმთავრეს მიზეზებს, რის გამოც სტარტაპების უმეტესობა ვერ ამართლებს. შესაძლოა, სწორედ მათი გათვალისწინება დაეხმაროს მომავალ მეწარმეებს, გზა გაიგნონ მუდმივად მზარდ კონკურენციასა და თანამედროვე სამყაროს ქაოსში.

პროდუქტზე/სერვისზე მოთხოვნის არარსებობა

„ხშირად ხალხმა არ იცის, რა სურს, სანამ არ აჩვენებ“, თქვა Apple-ის დამფუძნებელმა სტივ ჯობსმა. კაცობრიობის ისტორიაში მართლაც შექმნილა ბევრი პროდუქტი, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი ვიცოდით და რომელთა გარეშეც დღევანდელობა წარმოუდგენელია. თუმცა, უფუნქციობის გამო კიდევ უფრო ბევრი პროდუქტი გამქრალა უკვალოდ. ხშირად, სტარტაპერები ზედმეტად პირდაპირ იგებენ ჯობსის ამ ფრაზას და  თავიანთი იდეების უნიკალურობაში დარწმუნებულები, ბაზრის კვლევას სათანადო დროს არ უთმობენ. ამიტომ, სპეციალისტები მომავალ მეწარმეებს აფრთხილებენ, რომ პოტენციური მომხმარებლების რეალური საჭიროებების გათვალისწინება წარმატებული სტარტაპის მთავარი წინაპირობაა. 

არასაკმარისი კაპიტალი

ფინანსების სწრაფად ამოწურვაზე ბევრი სტარტაპერი წუხს. მისი სიმცირის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად სპეციალისტები კომპანიის ზრდის ნელ ტემპს ასახელებენ. ბევრ სტარტაპერს ეშინია სწრაფად ზრდის, თუმცა, ზრდა არის ის, რაც ინვესტორს სჭირდება და რაც ბაზარს სურს. მას მოაქვს მომხმარებლის კეთილგანწყობა, კმაყოფილება და დამატებითი ფინანსები კომპანიის გასაძლიერებლად.  

ცუდი პარტნიორობა/არასწორი გუნდი

ახალი ბიზნესის წამოწყება რომ პარტნიორებთან ერთად ჯობს, ბევრი მეწარმე და ექსპერტი აღნიშნავს. თანადამფუძნებლები ერთად მეტ კომპეტენციასა და სიმყარეს სძენენ კომპანიას. თუმცა, პარტნიორის არასწორად შერჩევას დამფუძნებლები მხოლოდ კონფლიქტამდე მიჰყავს და კომპანიის დასუსტებას იწვევს.

ისეთი გუნდის წევრების შერჩევა, რომლებიც სტარტაპის უმძიმეს დღეებშიც კი ჰარმონიულად იმუშავებენ ერთად, ურთულესი გამოწვევაა. თუმცა, წარმატებისთვის ის შეუცვლელი კომპონენტია. კარგი გუნდი მეტ ინტელექტუალურ რესურსს და იმ ძალას ნიშნავს, რომლის დახმარებითაც კომპანიას სირთულეების შემდეგ ფეხზე ადგომაში ეხმარება. 

წვრილმანებისადმი უყურადღებობა

როგორც ირკვევა, უნიკალური ბიზნესიდეა და ძლიერი გუნდი სულაც არ არის საკმარისი წარმატებისთვის. უყურადღებობით, შესაძლოა, სტარტაპერებს ისეთი დეტალები გამოეპაროთ, რომლებიც საბოლოოდ მათ სრულ მარცხამდე მიიყვანთ. ამიტომ, ექსპერტები მეწარმეებს ურჩევენ, კომპანიის დაფუძნების ადრეულ ეტაპზე მკაფიოდ არ გამიჯნონ როლები და სეგმენტები და მუშაობის ნებისმიერ პროცესს ყურადღებით ადევნონ თვალი.

The post რატომ ვერ ამართლებს სტარტაპების უმეტესობა appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share