ფორუმელი Moor Posted 20 აპრილი, 2021 Posted 20 აპრილი, 2021 მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières – RSF) მიერ 17 აპრილს გამოქვეყნებული ყოველწლიური კვლევის თანახმად, პრესის თავისუფლება საქართველოში მცირედით გაუარესდა, თუმცა ქვეყნის პოზიცია პრესის თავისუფლების ინდექსში უცვლელი დარჩა. კვლევის თანახმად, საქართველოს 180 ქვეყანას შორის, 28.64 ქულით მე-60 ადგილი უკავია და შედეგად ქვეყნის მედიაგარემო „პლურალისტურია, თუმცა ჯერჯერობით დამოუკიდებელი არ არის“. გასულ წელს საქართველოს 28.59 ქულა, ხოლო 2019 წელს 28.98 ქულა ჰქონდა. კვლევა „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი 2021“ 2020 წლის მოვლენებს ასახავს. ქულები გაანგარიშებულია 1-დან 100-მდე შკალაზე. ინდექსის თანახმად, რაც უფრო მეტია ქულა მით უარესია ქვეყანაში მედიის მდგომარეობა და პირიქით. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა უსწრებს. სომხეთს 28.83 ქულით 63-ე ადგილი უკავია. საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსი 2013 წლიდან, წყარო: „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ანგარიშის შეფასებები „ქართული მედია პლურალისტური, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია“, – ნათქვამია დოკუმენტში. მედიის უფლებათა დამცველი ჯგუფის თქმით, „ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ქართული მედიის მფლობელების გამჭვირვალობა და სატელიტური ტელევიზიების პლურალიზმი გააუმჯობესა, თუმცა მფლობელები კვლავ ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში“. ანგარიშის თანახმად, ეს ტენდენცია „ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში გამოვლინდა“, რომელიც ხელისუფლების მიმართ მხარდამჭერი არხი გახდა მას შემდეგ, რაც ის ყოფილ მფლობელს დაუბრუნდა. ანგარიში „ტელეკომპანია აჭარის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც ეხება, რომელმაც „მმართველი პარტიის მხარდაჭერა დაიწყო მას შემდეგ, რაც ახალი ხელმძღვანელობა დაინიშნა და ჟურნალისტები სამსახურიდან დაითხოვეს“. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეშფოთებულია ნათია ზოიძის „ზეწოლის“ გამო გადადგომით ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „შემაშფოთებელი ტენდენცია გაჩნდა“, როდესაც მედიის საქმიანობაში ჩარევას უსაფრთხოების სამსახურები და კომუნიკაციების ეროვნული კომისია ცდილობენ, რომელთა „პრეროგატივაც თანდათან გაფართოვდა და თვალთვალი და ცენზურაც მოიცვა“. ანგარიშის თანახმად, კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩამოყალიბებული ონლაინპლატფორმა „მედიაკრიტიკა“ ამოწმებს „მედიის შინაატსს და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დისკრედიტაციას ახდენს“. RSF: საქართველოს ხელისუფლება მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმს საფრთხეს უქმნის ანგარიშში ჟურნალისტებზე პოლიციის მხრიდან თავდასხმებზეცაა საუბარი. „მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობა არცთუ ხშირია, პოლიცია ზოგჯერ თავს ესხმის ჟურნალისტებს, განსაკუთრებით არჩევნების დროს და ამას ყოველგვარი დაუსჯელობის გარეშე აკეთებს“, – აცხადებს ორგანიზაცია. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ თავის ყოველწლიურ კვლევას სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე ადგენს, რომელთა შორისაა – პლურალიზმი, მედიის დამოუკიდებლობა, მედიაგარემო და თვითცენზურა, საკანონმდებლო ბაზა, გამჭვირვალობა და სიახლეებისა და ინფორმაციის მომზადებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ხარისხი. თვისებრივი ანალიზი შეჯერებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის აქტების შესახებ რაოდენობრივ მონაცემებთან, რომელთა შეგროვება ცალკეულ ქვეყნებში კორესპონდენტების ქსელის მიერ ხდება. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს რეიტინგი 2020 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა