Jump to content
×
×
  • Create New...

ალტერნატიული საფეხბურთო ლიგა


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ევროპის სამი ქვეყნის 12 გუნდი სუპერლიგას აფუძნებს. ახალ ლიგაში შევლენ ისეთი გუნდები, როგორებიც არიან რეალ მადრიდი, ბარსელონა, მილანი, არსენალი, ჩელსი, ლივერპული და სხვა.

უეფა 12 გუნდს აფრთხილებს, რომ ამ წამოწყების შემდეგ, სუპერლიგის კლუბის ფეხბურთელები ევროპისა და  მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებენ.

ამ მოვლენას ფეხბურთის სამყაროში სეისმურ ძვრებს ადარებდნენ, 12 გუნდი სტატუს-კვოს ინარჩუნებს და სუპერლიგას ტოვებს.

მადრიდს შეიძლება დიდ კლუბებთან მოლაპარაკება მოუწიოს. ისინი ახალ სარისკო წამოწყებას  უერთდებიან.

ზოგისთვის ეს საინტერესო მოვლენაა, მაგრამ სხვები ნაკლებად არიან ამაში დარწმუნებული.

“არ მგონია, რომ სუპერლიგა სარგებელს მოუტანს ევროპულ ფეხბურთს. მცირე გუნდები გამოეთიშებიან და იმავე დონის შეჯიბრი არ იქნება. მცირე გუნდებს არ სურთ უმაღლეს დონეზე ასპარეზობა, როგორც დიდი კლუბები აკეთებენ ამას. როგორც გულშემატკივარს, მე მირჩევნია, ისევე დარჩეს ყველაფერი, როგორც არის”,- ამბობს ერთ-ერთი ფეხბურთის გულშემატკივარი.

“როგორც მადრიდის” რეალის “გულშემატკივარი,  ვფიქრობ საწყენია, რომ ვერ შევძლებთ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობას, ჩვენ 13-ჯერ მოვიგეთ, მე მეტი მინდა, მე ყოველთვის მეტი მსურს. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ვიყოთ სუპერლიგის მეფეები, რატომაც  არა? “- ამბობს მადრიდის რეალის გულშემატკივარი.

იტალიაში ფეხბურთის მოყვარულები სკეპტიკურად არიან განწყობილი. მილანის ორი კლუბი  “მილანი” და “ინტერი” ამ წამოწყებას შეუერთდა, მაგრამ ზოგიერთი გულშემატკივარი ამბობს, რომ ახალი ლიგა არ არის “სამართლიანი”.

“ვინც ამ სუპერლიგას მოიგებს, ყოველთვის ექნება შესაძლებლობა, შეიძინოს უძლიერესი მოთამაშეები. ასეთი კონკურენცია არ არის სამართლიანი”,- ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი

საფრანგეთისა და გერმანიის კლუბები, მათ შორის მოქმედი ევროპის ჩემპიონი „ბაიერნი“ და გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი პარი სენ-ჟერმენი, სუპერლიგის შემადგენლობაში აღარ შედიან.

უეფამ მადლობა გადაუხადა მათ იმისთვის, რომ ხელი არ მოაწერეს ე.წ. „ეგოისტურ“ სქემას, რომელსაც ზოგიერთი თაყვანისმცემელი ეთანხმება.

“რაც მაღიზიანებს, არის ის, რომ ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული. სუპერლიგა? ეს მხოლოდ მორიგი შეჯიბრია, რომლითაც მეტი ფული უნდა მიიღოთ “,- ამბობს საფეხბურთო კლუბის “ბაიერნის” გულშემატკივარი.

უეფა კლუბებს აფრთხილებს – ამით მსოფლიო თასის თამაშში მათ შეიძლება მონაწილეები დაკარგონ.

Euronews Georgia

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   56 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 54 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(2)