Guest Merlin Posted 20 აპრილი, 2021 Posted 20 აპრილი, 2021 სამშაბათს, 20 აპრილს კრიპტოვალუტების ფასები მნიშვნელოვან რყევას განიცდიდა. ციფრული ვალუტებს შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე თვალსაჩინო ბიტკოინის კურსის მოძრაობაა. დღის პირველ ნახევარში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 5%-ით შემცირდა. თუმცა ბიტკოინის ფასის შემცირება 18 აპრილიდან დაიწყო, რა დროსაც კრიპტოვალუტის ფასი 60.000 დოლარზე დაბლა მოექცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნული ნელ-ნელა 50.000-სა და 55.000 დოლარის ფარგლებში იწყებს მოძრაობას. დღევანდელი მონაცემებით ბიტკოინის საბაზრო წილი 51.9%-ს შეადგენს. რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 6.20%-ით არის შემცირებული. ალტკოინის კურსი 2.123 დოლარის ფარგლებში მერყეობს. უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე კი ეთერიუმის ფასს დაახლოებით 1.37%-იანი კლება აქვს. შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 20 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 977 მილიარდ დოლარს შეადგენს. The post ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირებულია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა