Guest Merlin Posted 20 აპრილი, 2021 Posted 20 აპრილი, 2021 გასულ კვირას სამხრეთ კორეის მთავარმა ფინანსურმა მარეგულირებელმა კრიპტო გამოძიების სპეციალური ჯგუფები შექმნა. ქვეყნის რამდენიმე ფინანსური ორგანო გაერთიანებას გეგმავს, რათა არალეგალურ კრიპტო ოპერაციებთან გამკლავება მოხერხდეს. ”საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ციფრული ვალუტების გამოყენებით უკანონო ქმედებებს,” – განაცხადა მთავრობის პოლიტიკის კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, კუ იუნ-ჩეოლმა. ოფიციალური განცხადების თანახმად, ფინანსური მომსახურების კომისია ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებს მოსთხოვს გააძლიერონ კრიპტოვალუტის გატანის მონიტორინგი. ნებისმიერი საეჭვო საქმიანობის შესახებ უნდა ეცნობოს ფინანსური დაზვერვის სახელმწიფო განყოფილებას, სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსური დანაშაულების გამოძიებაზე. სხვა მარეგულირებელი ორგანოები, როგორიცაა ფინანსთა სამინისტრო და ფინანსური ზედამხედველობის სამსახური, ასევე გეგმავენ თვალი ადევნონ საერთაშორისო კრიპტო ტრანზაქციებს. ახალი კანონის თანახმად, ადგილობრივმა კრიპტოვალუტის ბირჟებმა უნდა შეინარჩუნონ ურთიერთობა ადგილობრივ ბანკებთან, რათა უზრუნველყონ რეალური სახელით ანგარიშების სავალდებულო ვაჭრობა. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ეროვნული საგადასახადო სამსახური აძლიერებს ძალისხმევას კრიპტოპოლიტიკის გამოყენებით გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ საბრძოლველად. The post სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტის სექტორის მონიტორინგს ამკაცრებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა