Guest Merlin Posted 20 აპრილი, 2021 Posted 20 აპრილი, 2021 სტატია მონაწილეობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე. საბანკო თაღლითობის შემთხვევების შესახებ ალბათ ხშირად გსმენიათ. თაღლითები პოტენციური მსხვერპლის მოტყუებასა და მისი თანხების მითვისებას სხვადასხვა გზით ახერხებენ. ეს შეიძლება იყოს ყალბი შეტყობინება ან ზარი, რომელიც თითქოსდა თქვენი ბანკისგან არის; შეთავაზებები რაიმეს მოგების ან გათამაშებაში მონაწილეობის შესახებ; ფულის დაბანდების სანაცვლოდ შემოთავაზებული მაღალი სარგებელი; ვირუსული პროგრამები, რომელთა საშუალებითაც თაღლითებს მსხვერპლის საბანკო მონაცემების მოპოვება შეუძლიათ. შემთხვევა #1: ბარათიდან თანხა ჩამომაჭრეს. ჩემი ნათესავი აღმოჩნდა, რომელმაც ერთხელ მთხოვა, შენს ბარათზე ფულს ჩავარიცხინებ და მერე მე გადმოვირიცხავო. შემთხვევა #2: ბარათიდან საკმაოდ დიდი თანხა დავკარგე. რაღაც საეჭვო, დაუცველ საიტებზე მქონდა შეძენილი ნივთი. იქიდან აიღეს ჩემი საბანკო მონაცემები… შემთხვევა #3: მობაილბანკით ღია Wi-fi-დან ვისარგებლე და 1 საათში დაიწყო თანხის გადარიცხვა აჭარაბეთის ანგარიშზე. 10-10 ლარი გადაჰქონდათ ჩემი ანგარიშიდან. ერთი პერიოდი დავბლოკე ბარათი, 1-2 კვირის მერე რომ გავხსენი, ისევ გადაირიცხა. მერე ბარათის გამოცვლა გახდა საჭირო. შემთხვევა #4: დღეს ჩემი ბარათიდან გადაირიცხა თანხა კროკობეთის საიტზე. არ ვიცი, ვინ არის და როგორ მოხვდა ჩემი ბარათის მონაცემები მის ექაუნთზე. ვესაუბრე პოლიციას, კროკობეთის ოპერატორს და ბანკის ოპერატორს, მაგრამ თანხა არ ამინაზღაურეს. შემთხვევა #5: შემთხვევით გადავედი ერთ-ერთ ფეიქგვერდზე, დუბაიში მოგზაურობას გთავაზობთო, და ინფორმაციის გასაცნობად დაუფიქრებლად შევიყვანე მობაილბანკის მონაცემები. ამის მერე მოხდა ჩემი ანაბრიდან თანხის გადარიცხვა. გაფრთხილდით, მომრავლდა ფეიქბანკების გვერდები. თაღლითური შეტევის მსხვერპლი ზოგჯერ ახერხებს თანხის უკან დაბრუნებას, ბევრი კი კარგავს მას. როგორ შეიძლება თავის დაზღვევა, რა გზა არსებობს თავის დასაცავად, რა შემთხვევებში შეიძლება, რომ ჩამოჭრილი თანხა ბანკმა დააბრუნოს? ამ კითხვებზე პასუხი საინტერესოა, რადგან დღეს, თითქმის ყველა სარგებლობს საბანკო მომსახურებითა და ინტერნეტსერვისებით, ხოლო ჰაკერებისგან დაცულები არასდროს ვართ. ფიშინგი, ანუ თევზაობა, ინტერნეტთაღლითობის ფორმაა, რომელიც მომხმარებელს მოტყუების გზით აიძულებს, გაამჟღავნოს თავისი პერსონალური ინფორმაცია თაღლითების მიერ შექმნილ ყალბ ვებგვერდზე შეყვანის გზით. ფიშინგის საშიშროება ყველგანაა — შეიძლება ელექტრონულ ფოსტაზე მოგწერონ, გამოგიგზავნონ ტექსტური ან ხმოვანი შეტყობინება, გიპოვონ სოციალურ ქსელებში ან პირდაპირ დაგირეკონ პირადი მონაცემების მოტყუებით გამოძალვის მიზნით. რადგანაც თაღლითები უმეტესწილად საბანკო ანგარიშებს უტევენ, ფინანსურმა ინსტიტუტებმა, ცხადია, უნდა გააძლიერონ ინფორმაციის დაცვის მექანიზმები. მაგრამ ისინი ვერაფერს გახდებიან, თუ მომხმარებელი საკუთარ საბანკო ინფორმაციას გაუცნობიერებლად თავად მიაწვდის თაღლითს. ამიტომ მომხმარებელს სიფრთხილე მართებს. უნდა იცოდეს, რომ კაფეების, რესტორნებისა და მსგავსი საჯარო სივრცეების Wi-fi-დან ტრანზაქციები არ განახორციელოს, რათა საეჭვო საიტმა ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი არ დაიმახსოვროს. cardmapr/unsplash.comბარათის მონაცემების კოპირება და მოპარვა არავირტუალურ სივრცეშიც შეიძლება მოხდეს. ამისთვის მხოლოდ ბარათისთვის ფოტოს გადაღება ან დატანილი ინფორმაციის ხელით ამოწერაა საჭირო, ამიტომ: გაუფრთხილდით თქვენი ბარათის პინკოდს არასდროს არ გადახვიდეთ ელექტრონულ წერილში მოცემულ ვებგვერდზე და არ შეიყვანოთ პერსონალური მონაცემები, რადგან წერილი შეიძლება თაღლითისგან იყოს გადაამოწმეთ ინფორმაცია იმ ბანკთან, რომლის სახელითაც მიიღეთ წერილი ან რეკლამა. თუ მოხდა ისე, რომ საეჭვო ვებგვერდზე შეიყვანეთ თქვენი მონაცემები, მაშინვე დაუკავშირდით თქვენს ბანკს, ასევე შედით თქვენს ინტერნეტბანკში და სასწრაფოდ შეცვალეთ პაროლი, ასევე, დაბლოკეთ საგადახდო ბარათი. რა შემთხვევაში ანაზღაურებს ბანკი დაკარგულ თანხას? თუ მაინც მოხდა ისე, რომ თქვენი ბარათის მონაცემები სხვა ადამიანმა ჩაიგდო ხელთ და თანხა გამოიყენა კიდეც, შესაძლებელია, ბანკმა დაკარგული თანხა აანაზღაუროს. როგორც წესი, ბანკი მხოლოდ დაზღვეული ბარათიდან მოხსნილ თანხას აბრუნებს. ამ თანხის ოდენობა ბარათის ტიპსა და ლიმიტზეა დამოკიდებული. მაგალითად, საქართველოს ბანკში გვითხრეს, რომ ასეთ შემთხვევებში, საშუალოდ, 400-ლარიდან 35 ათას ლარამდე თანხას აბრუნებენ. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ თანხა ანგარიშიდან თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით ჩამოიჭრება. ფინანსური კიბერთაღლითობის მიზეზების შესწავლასა და მონიტორინგს ეროვნული ბანკი ახორციელებს, როგორც ფინანსური სექტორის ზედამხედველი. სებ-ის მიერ ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის შემოღება საბანკო თაღლითობის პრევენციას ისახავს მიზნად. შესწავლილი ფაქტებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკმა დაადგინა, რომ მომხმარებლები თაღლითობის მსხვერპლნი უმეტესად დაბალი ცნობიერების გამო ხდებიან. ამიტომ, სებ-მა მომხმარებლების ცოდნის დონის ამაღლებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო კამპანია დაიწყო. The post საბანკო თაღლითები VS ინფორმირებული მომხმარებელი appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა