Jump to content
×
×
  • Create New...

როგორი უნდა იყოს კარგი Facebook პოსტი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

რეალითი შოუს ვარსკვლავმა კაილი ჯენერმა შვილის დაბადება მიმდევრებს სოციალურ ქსელ Instagram-ზე განთავსებული ფოტოთი ამცნო. სურათმა 18 მილიონზე მეტი რეაქცია დააგროვა – პოსტმა მსოფლიოში ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა. Instagram გვერდმა @world_record_egg-მა კაილი ჯენერის რეკორდის მოხსნა გადაწყვიტა, თეთრ ფონზე ქათმის კვერცხის ფოტო გამოაქვეყნა და მომხმარებლებს მოწონებისკენ მოუწოდა. ფოტომ მართლაც დააგროვა 55 მილიონზე მეტი რეაქცია.

კარგი Facebook პოსტი

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თუკი ორიგინალურ ხერხს მიაგნებ, ადამიანებისთვის ხმის მიწვდენა და ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება მარტივადაა შესაძლებელი. კომპანიებიც სოციალურ ქსელებს, მათ შორის კი, მეფედ აღიარებულ Facebook-ს, მომხმარებელთა ყურადღების მისაქცევად სულ უფრო მეტად იყენებენ. პლატფორმაზე დაახლოებით 200 მილიონი მცირე ბიზნესია დარეგისტრირებული. ამერიკელთა 78% ამბობს, რომ საცალო პროდუქტებს სწორედ Facebook-ზე ეძებს და ყიდულობს.

ხშირად ბევრს ვფიქრობთ, როგორ შევქმნათ ისეთი პოსტი, რომელიც მომხმარებელთა რეაქციებსა და მაღალ ჩართულობას გამოიწვევს. თუმცა, ქართული სტარტაპისთვის – ნაირნაირისთვის, რომელიც თავისი პროდუქციის თასმების, წინდებისა და ჰუდების პოპულარიზაციისთვის Facebook-ს იყენებს, ეს არც ისე რთული აღმოჩნდა. მისი დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი გიორგი ხერგიანი ამბობს, რომ მომხმარებლებთან საკომუნიკაციო ენა ერთმა კონკრეტულმა პოსტმა განსაზღვრა:

„2018 წელს აგვისტოს ომის 10 წლისთავს ბევრი კომპანია გამოეხმაურა. ბევრმა დიზაინერებისა და სააგენტოების დახმარებით ვიზუალურად დახვეწილი კამპანიები შექმნა. ჩვენი გზავნილი კი წითელ ფონზე მხოლოდ ეს წარწერა იყო: „ჩვენი დიზაინერი შვებულებაშია, ამიტომ უბრალოდ პუტინის დედას შევეცით“. ჩვენ არ გვქონდა ფული, თუმცა, მოვნახეთ ჩვენი პოზიციის დაფიქსირების განსხვავებული ფორმა. ამ გზავნილში იყო იუმორიც და აგრესიაც. საბოლოოდ, მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ეს პოსტიც და სხვა ამ ტიპის ხუმრობები ვირუსულად გავრცელდა Facebook-ზე“. 

putini.png

ნაირნაირი ყოველთვის ცდილობს, თავისი პოსტებით მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაუროს, ხარისხიან ვიზუალზეც ნაკლებად ზრუნავს და მეტად ცდილობს პოსტები აქტუალური და სასაცილო იყოს:

„დღეს იმდენი ინფორმაციაა გარშემო, რაღაცამ თუ არ გაგახალისა, ყურადღებას აღარ აქცევ. წარმატებული პოსტები გაყიდვებზეც დადებითად მოქმედებს თუ ვინმე ყიდვას აპირებდა და მივიწყებული ჰქონდა, კარგი ხუმრობის შემდეგ მომენტალურად შემოდის საიტზე და იძენს ნივთს. ხანდახან პირიქითაც ხდება, მომხმარებლებს ისიც უთქვამთ, რომ პროდუქციის საყიდლად არა, მაგრამ გასახალისებლად ხშირად შემოდიან ჩვენს გვერდზე“. 

ნაირნაირი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში განსხვავებული საკომუნიკაციო ენა შექმნა და მომხმარებლებთან პირდაპირი და ღია კავშირი დაამყარა. ამ ხერხმა გაამართლა და ნაირნაირის პოსტები თითქმის ყოველთვის იმსახურებენ მომხმარებელთა მოწონებასა და ჩართულობას.

Screen-Shot-2021-04-16-at-4.32.56-PM.png

შესაძლოა, კარგი Facebook პოსტისთვის ისევ მნიშვნელოვანია მოკლე ტექსტი და მეტი ვიზუალი, ხარისხიანი ფოტო და ვიდეო, პოსტის სწორ დროს განთავსება და სხვა დამკვიდრებული სტანდარტები. მაგრამ მომხმარებელთა რეაქციებზე დაკვირვებით ისიც ნათელი ხდება, რომ სტანდარტებზე მეტად მათ ორიგინალური ხელწერა და სტილი, იუმორი, გულწრფელობა და პოსტების მიღმა ნამდვილი ადამიანების დანახვა ხიბლავთ.

nairnairi.jpg

The post როგორი უნდა იყოს კარგი Facebook პოსტი appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   17 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 15 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(2)