Jump to content
×
×
  • Create New...

ჩინეთის სახალხო ბანკი ციფრულ იუანს 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოცდის


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ჩინეთის სახლახო ბანკი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ტურისტებსა და უცხოელ სპორტსმენებს ციფრული იუანის ტესტირების შესაძლებლობას შესთავაზებს.

ტესტირების შესახებ სახალხო ბანკის ხელმძღვანელმა, ლი ბომ (Li Bo) ბოაოს აზიის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. ბოს სიტყვებით, ეს ჩინეთის სახელმწიფო კრიპტოვალუტის უცხოელი მოქალაქეების მიერ ტესტირების პირველი შემთხვევა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული იუანი მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სტატუსზე პრეტენზიას არ აცხადებს და ჩინეთის სახალხო ბანკიც სტეიბლკოინის შიდა გამოყენებაზე არის ორიენტირებული, ციფრული იუანის ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის გამოყენების შესაძლებლობები მაინც განიხილება.

სახელმწიფო ციფრული ვალუტის ქვეყნის შიგნით რიგი ტესტირებების შემდეგ, ჩინეთის სახალხო ბანკმა ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა დაიწყო. მათ რიცხვში ტაილანდისა და არაბეთის გაერთიანებული ემირატების ცენტრალური ბანკებიც შედიან.

„რაც შეეხება ციფრული იუანის საზღვრებს გარეთ გასვლას, ეს ბუნებრივი პროცესია. მაგრამ ჩვენ აშშ დოლარის ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ვალუტის ჩანაცვლების მიზანი არ გვამოძრავებს. ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული ვალუტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ადამიანებისთვის ბაზრის არჩევის შესაძლებლობის მიცემა და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობაა.“- განაცხადა ბომ.

ბოს და მისი წინამორბედის განცხადებების მიუხედავად,  აშშ  ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯონ რედკლიფის (John Ratcliffe) აზრით, ციფრული იუანი აშშ დოლარისთვის „გამოწვევად“ შეიძლება იქცეს და ქვეყნის ეკონომიკისთვის საფრთხის მატარებელია.

წყარო: https://bits.media

The post ჩინეთის სახალხო ბანკი ციფრულ იუანს 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოცდის appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share