Jump to content
×
×
  • Create New...

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის კომპრომისულ წინადადებას ხელი მოაწერეს


Recommended Posts

  • ფორუმელი

გიორგი ვაშაძე - პრეზიდენტის განცხადება მისაღებია - შეთანხმების მთავარი საზომია დასავლეთმა თქვას, რომ შეთანხმება შედგა, ზუსტად ვიცი, დასავლეთი ამას იტყვის ჩვენი ხელმოწერების შემდეგ

ხათუნა სამნიძე - პრეზიდენტმა გადაწყვიტა, კრიზისის განმუხტვის პირველი ნაბიჯი მას მიეღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი უფრო პოზიტიურად გაგრძელდეს, ფართო შეთანხმებას მივაღწიოთ 

ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელს მოაწერს

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ნაცების და ბოკერიას თემაა გსარკვევი :easy:

 

ბოკერა ნაკლებად საინტერესოა ისე, ბოკერია ვერც ხვდება პარლამენტში, ვინც ხვდება, ყველა აწერს ხელს მგონი. 

ნაცებია საინტერესო

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

19 აპრილს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში სამი არასამთავრობო ორგანიზაცია მიესალმა ზოგიერთი პარტიის გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირის ახალ წინადადებას მოაწერონ ხელი და მოუწოდა იმ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც ჯერ ისევ მერყეობენ, მხედველობაში მიიღონ არსებული პოლიტიკური კრიზისი და ასევე მოაწერონ ხელი დოკუმენტს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ „დასავლელი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა და წარმოდგენილი კომპრომისული წინადადება შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულების რეალური გზაა“.

ხელმომწერმა ორგანიზაციებმა – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადეს, რომ მძიმე ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოითხოვს კომპრომისს.

„შესაძლოა, დოკუმენტი ბოლომდე არ ასახავდეს ჩართული მხარეების ყველა მოთხოვნასა და ინტერესს, თუმცა კომპრომისი სწორედ ასეთ შეუთანხმებელ საკითხებზე დათმობასა და კონსესუსის მიღწევას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

19 აპრილს გაიმართა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს არაფორმალური ვიდეოკონფერენცია, რომელზეც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც უნდა ემსჯელათ.

 

შეხვედრის შემდეგ, უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მინისტრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ ვითარებაზე და იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭოს ეგიდით შეთავაზებულ შეთანხმებას ყველა პარტია მოაწერს ხელს.

"შეხვედრის დროს საქართველოში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, იქ პრეზიდენტ მიშელის ეგიდით წარდგენილ იქნა ახალი დოკუმენტი, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად. შეხვედრის ბოლოს [საქართველოდან] ცნობები მოვიდა, მე მივესალმები დადებით ნიშნებს - რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო ახლახან წარდგენილი შეთავაზება. ვიმედოვნებ, რომ სხვა პარტიებიც გადადგამენ ნაბიჯებს შეთანხმების მისაღწევად. ყველა პარტიას მოვუწოდებ იპოვონ კომპრომისული გზები, იმ ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელშიც საქართველო ამჟამად იმყოფება და დემოკრატიის კონსოლოდაციის გასაგრძელებლად. იმედი ვიქონიოთ, რომ დღის ბოლოსთვის ამის შესახებაც შევიტყობთ კარგ ახალ ამბებს" - განაცხადა ბორელმა.

ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას, როგორი იყო მინისტრების პოზიციები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით, კერძოდ იმ გარემოებასთან, რომ შეთანხმების ხელმოსაწერად მმართველ პარტიასთან ერთად მზად არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია - შეთანხმებას ხელს არ აწერს, ბორელმა ასე უპასუხა:

"ჩვენ ამაზე არ გვიმსჯელია, მე მათ ჩემი მხრიდან ინფორმაცია მივაწოდე, მინისტრებს ავუხსენი, რომ ერთად ვმუშაობთ, აშშ-სთან კოორდინაციით, თბილისში ჩვენი წარმომადგენლობის მეშვეობით, პრეზიდენტ მიშელის ზედამხედველობით და საგარეო მოქმედების სამსახურის მხარდაჭერით. რომ წარვადგინეთ შეთანხმება, რომელსაც დათანხმდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკება გრძელდებოდა სხვა პარტიებთან. პერსპექტივა დადებითია. მაგრამ ეს არ ყოფილა მინისტრების განხილვის საგანი. მათ ინფორმაცია მიიღეს და ჩვენს მუშაობას მხარს უჭერენ. ვნახოთ, რა მოხდება დღის ბოლოს".

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 17 დეპუტატი, სავარაუდოდ, საკანონდემბლო საქმიანობაში ჩაერთვება, რამდენადაც მათ დღეს ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ წინადადებას ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანიც ესწრებოდნენ, თავად პრეზიდენტი მიშელი პროცესს თვალს ვიდეოფორმატში ადევნებდა. დოკუმენტს ხელი ქართულმა ოცნებამ და მოქალაქეებმაც მოაწერეს.

გაგრძელება იქნება…

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართველ პოლიტიკოსებთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ხვალ, 20 აპრილს, იგი საქართველოში ჩამოვა.

პრეზიდენტ მიშელის თქმით, მისი ქვეყანაში ჩამოსვლის მიზეზი ქართველ პოლიტიკოსებთან შევედრა და იმის განხილვაა, „თუ როგორ გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად“.

აღნიშნა რა, რომ „პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია“, პრეზიდენტმა მიშელმა განაცხადა, რომ „ეს შეთანხმება არა საბოლოო პუნქტი, არამედ საწყისი პუნქტია. ის არის საწყისი პუნქტი თქვენი მუშაობისთვის, რათა გაძლიერდეს ქართული დემოკრატია, ხოლო საქართველო ევრო-ატლანტიკურ მომავალს დაუახლოვდეს“.

„რაც შეეხება მათ, ვინც ხელი არ მოაწერა… მინდა მოგიწოდოთ, რომ განიხილოთ მიერთების საკითხი საქართველოს ინკლუზიური, მრავალპარტიული დემოკრატიული მომავლის ინტერესებისთვის“, – მიმართა მან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს, რომლებიც მის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე ჯერჯერობით უარს აცხადებენ.

შარლ მიშელმა ასევე განაცხადა, რომ შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული რეგიონული კონტექსტის ფონზე და ამის მაგალითად მთიანი ყარაბაღის ომი და რუსეთ-უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალების მობილიზება დაასახელა.

„ის გზა, რომლითაც თქვენ კრიზისი მოაგვარეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ რეგიონულ კონტექსტში. ეს კრიზისის მოგვარების ნამდვილად ევროპული გზაა“, – დასძინა მან.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საელჩო თბილისში მიესალმებიან 19 აპრილს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ ევროკავშირის კომპრომისული დოკუმენტის ხელმოწერას.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ 18 აპრილს მხარეებისთვის შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებაზე შეთანხმება „საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების მნიშვნელოვან პროგრესზე“ მიუთითებს. ხაზი გაუსვა რა, რომ შეთანხმების განხორციელება „ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ აშშ მზადაა „დაეხმაროს საქართველოს შეთანხმების მიზნების მიღწევაში“.

We welcome the agreement reached in Georgia on April 19. This sign of good faith is important progress for Georgia’s democratic development. Implementation will be equally important. We remain committed to helping Georgia ensure this agreement achieves its aspirations. https://t.co/zzlJnISTUP

— Ned Price (@StateDeptSpox) April 19, 2021

მხარეებს შორის ხელმოწერას ასევე მიესალმა აშშ-ის საელჩო და განაცხადა, რომ „შეთანხმება რთულ კომპრომისებს მოითხოვდა ყველა მხრისგან“, ასევე „პოლიტიკურ გამბედაობასა და ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ინტენსიური მუშაობის გასაგრძელებლად“.

გამოხატა რა მზადყოფნა, რომ აშშ მზადაა „მხარი დაუჭიროს პარლამენტს, ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად“, საელჩომ შესთავაზა პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, „რათა სრულად ფუნქციონირებად პარლამენტში საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს“.

„როგორც ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა საელჩომ.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თანაგუნდელებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, ევროკავშირის კომპრომისულ წინადადებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევროპულ საქართველოსთან ერთად ის ორი პარტიაა, რომლებიც გუშინ პრეზიდენტის სასახლეში ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ ახალ კომპრომისულ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად დოკუმენტში არსებული „ბევრი ხარვეზისა“, ის ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას, ასევე ახალი არჩევნების ჩატარებაზე „პრაქტიკულად რეფერენდუმის“ დანიშვნის შესაძლებლობას ქმნის, რაც მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების, ე.ი. ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების“ შესაძლებლობაა.

მიხეილ სააკაშვილმა ამით შეთანხმების დოკუმენტში არსებულ ჩანაწერზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც, თუკი შემოდგომის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ს ვერ მოაგროვებს, ის 2022 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვალდებულებას იღებს.

„ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად. გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმაც დემოკრატიულობის ფარგლებში, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრნი, ძალიან ქმედუნარიანები, ძალიან მობილიზებულნი“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

დასასრულს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ქვეყანა 2013 წელს, ქართული ოცნების მხრიდან სავარაუდო პოლიტიკური დევნის მიზეზით დატოვა, თქვა, რომ იგი საქართველოში შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წინ ჩამოვა. „ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის და თავისუფლებისთვის“, – მიმართა მან მხარდამჭერებს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share