ფორუმელი Moor Posted 19 აპრილი, 2021 Posted 19 აპრილი, 2021 იანვრის ერთი დილაა ბრაზილიის ტროპიკული ტყით გარშემორტყმულ საპორტო ქალაქ მანაუსში. ენტომოლოგების ჯგუფთან ერთად ექსპედიციისთვის საჭირო ნივთების მოსამარაგებლად შევედი სუპერმარკეტში. 20 წუთში, როდესაც უკვე სალაროს რიგში ვიდექით, ცხადი გახდა, თუ რამდენად განსხვავდებოდა ამ საკითხზე ჩვენი შეხედულებები. მე მიწის თხილი, ქიშმიში და მწერების რეპელენტები მოვიმარაგე; ორფრთიანების სპეციალისტმა ენტომოლოგებმა კი კალათები დაჭყლეტილი ხილ-ბოსტნეულით, ქათმის თითქმის ვადაგასული ხორცით და ცელოფანში გახვეული თევზის ცხიმიანი ნაჭრებით აავსეს. “ყველაზე დაჟეჟილი პომიდვრები, დამპალი კარტოფილები და ხახვები ავარჩიე – ბუზებს იზიდავს ასეთი რაღაცები”, – მითხრა სან-პაულუს უნივერსიტეტის ენტომოლოგიის პროფესორმა დალტონ დე სოუზა ამორიმმა. ხშირად ენტომოლოგები მხოლოდ მიწის სიახლოვეს მობინადრე მწერებს შეისწავლიან. ამ ექსპედიციის მონაწილე მეცნიერებმა მწერებზე დაკვირვება 40-მეტრიანი კოშკის სხვადასხვა იარუსიდან გადაწყვიტეს და შედეგად მწერების საოცარი მრავალფეროვნება და ასობით ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ამორიმმა, რომელსაც მაისურზე ველოსიპედის საჭის ფორმის თავიანი ბუზი, Plagiocephalus latifrons-ი, ეხატა, გამიმხილა, რომ ლპობადი საჭმელი ხაფანგებისთვის სჭირდებოდათ. ასეთ ხაფანგებს ძირითადად მიწაზე აგებენ, მაგრამ ამორიმმა და მისმა კოლეგებმა – ლოს-ანჯელესის ოლქის ბუნებისმეტყველების მუზეუმის ენტომოლოგიის განყოფილების კურატორმა ბრაიან ბრაუნმა, ონტარიოს გუელფის უნივერსიტეტის პროფესორმა სტივენ მარშალმა, ამაზონიის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INPA) თანამშრომელმა ჟოზე ალბერტინო რაფაელმა და კვლევის ორმა ასისტენტმა – ახლებური მეთოდი სცადეს. ჩრდილო-დასავლეთით 2 საათის განმავლობაში მივდიოდით, სანამ ტროპიკულ ტყეში აღმართულ 40-მეტრიან ფოლადის კოშკურას მივადგებოდით. ეს კოშკურა 1979 წელს ხეებსა და ატმოსფეროს შორის ნახშირორჟანგის ცვლაზე დასაკვირვებლად ააგეს. ცოტა ხნის წინ ეს ნაგებობა ახლებური ენტომოლოგიური ექსპერიმენტის ნაწილად იქცა. ენტომოლოგებმა წლების წინ შენიშნეს, რომ ბუზის ის სახეობები, რომლებიც ამაზონის ტროპიკულ ტყეში მიწის სიახლოვეს დაფრინავენ, მაღალ ხეებზე დაჭერილი ბუზებისგან განსხვავდებიან, მაგრამ არავინ იცოდა, რამდენად არსებითი იყო ეს განსხვავება. Conura-ს გვარის ბრინჯის მარცვლისოდენა კრაზანები კვერცხებს სხვა მწერებში დებენ. ლარვის გამოჩეკის შემდეგ მწერი კვდება, რადგან პარაზიტი მასპინძელი ორგანიზმის ჭამას იწყებს. კრაზანას სახეზე ბუსუსებიანი საცეცები აქვს, რომლებიც მსხვერპლის ძიებაში ეხმარება. რაფაელს, რომელიც სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩასატარებლად ხშირად სტუმრობდა კოშკურას, ერთხელაც მოაფიქრდა, რომ ეს ნაგებობა ზედგამოჭრილი ადგილი იყო მწერებზე ექსპერიმენტისთვის. 2017 წელს მან მიწის ზედაპირიდან სიმაღლეში რვა-რვა მეტრის დაშორებით კოშკზე ხუთი ხაფანგი დააგო. უკანასკნელი ხაფანგი 32 მეტრის სიმაღლეზე იყო განთავსებული. რაფაელს იმედი ჰქონდა, რომ ასე მწერების სტრატიფიკაციაზე მეტს გაიგებდა. ორი კვირის შემდეგ რაფაელი კოშკურას ამორიმთან ერთად დაუბრუნდა და გახარებულმა აღმოაჩინა, რომ ხაფანგები მწერებით იყო სავსე, მაგრამ მთავარი სიახლე ჯერ კიდევ წინ ჰქონდა: მეცნიერთა წყვილმა მწერების ნიმუშები შესასწავლად კოლეგებს გაუგზავნა – 16 000 ბუზს შორის, რომლებიც 2 კვირაში შეგროვდა, ათასობით ისეთი სახეობა აღმოჩნდა, რომლებსაც ექსპერტებიც კი ვერ ცნობდნენ. ცხოველთა სამყაროსთვის მწერები იგივეა, რაც ოკეანის ბნელი სიღრმეები – დედამიწისთვის: მისი დიდი ნაწილი მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუსწავლიათ. “გვგონია, რომ რადგან ფრინველებს და ძუძუმწოვრებს ვიცნობთ, ცოცხალი სამყაროს შესახებ ყველაფერი ვიცით. სინამდვილეში ჯერაც ზედაპირზე ვტივტივებთ”, – ამბობს ბრაუნი. სმითსონის ინსტიტუტის თანახმად, დედამიწაზე არსებული მწერების უმეტესობა მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აღუწერიათ. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ორფრთიანების რიგი: მეცნიერებს უკვე აღწერილი აქვთ ორფრთიანების 124 000 სახეობა, მაგრამ, მათი ვარაუდით, უამრავი სახეობა ჯერ კიდევ აღმოუჩენელია. დღეისთვის ცნობილი მსოფლიო ბიომრავალფეროვნების სულ მცირე 10% ამაზონის ტყეზე მოდის და იქ მწერების ასეულობით ათასი სახეობა ბინადრობს. თუმცა, ახლა ამაზონის ჯუნგლებისა და მისი მწერებისთვის მძიმე დრო დგას. ბრაიან ბრაუნი ფორიდის ასპირატორში შესასრუტად ემზადება; დაჭერილ ნიმუშებს იგი მიკროსკოპით შეისწავლის. ბრაუნი იმ ფუტკრების მოსაზიდად, რომლებსაც ბუზები ესხმიან თავს, ფოთლებზე თაფლწყალს ასხურებს. „კიდევ რამდენი ადამიანი გაიხვითქება ნებაყოფლობით კრაზანებით და ფუტკრებით სავსე ტყეში?“ – რიტორიკულ კითხვას სვამს ბრაუნი. 2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყეების ჩეხის, პესტიციდებით და სასუქით დაბინძურების, კლიმატის ცვლილების და სხვა მიზეზების გამო მომავალ ათწლეულებში მწერების სახეობათა ერთ მესამედს გადაშენება ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ამაზონიაში მწერების ახალი სახეობების აღმოჩენა მეცნიერებისთვის უჩვეულო ამბავი არ არის, რაფაელის ხაფანგში უცნობი მწერების განსაცვიფრებელი რაოდენობა გაება. “თითქოს ახალ კონტინენტს მივადექით”, – თქვა ბრაუნმა. კიდევ უფრო საგულისხმო ის არის, რომ მწერების მრავალი უცნობი სახეობა სიმაღლეზე დაგებულ ხაფანგებში გაება. “ხის ვარჯებში ახალი ფაუნის აღმოჩენა გასაოცარი ამბავია, – თქვა ამორიმმა, – სახეობების თითქმის ორი მესამედი რვა მეტრიდან 32 მეტრის სიმაღლემდე დაგებულ ხაფანგებში გაება. ისინი მიწასთან ახლოს არ დაფრინავენ. წარმოიდგინეთ, რამდენი მწერი ქრება დიდი ხეების გაჩეხის დროს”. უცნობი მწერების უმეტესობა Phoridae-ს ოჯახს მიეკუთვნება. მარილის რამდენიმე მარცვლის ზომის ამ კუზიანი არსებებიდან ზოგიერთი პარაზიტოიდია და კვერცხებს ფუტკრებში, ჭიანჭველებსა და სხვა მწერებში დებს. ცხვირგრძელა ხოჭოები ერთ-ერთ უდიდეს ჯგუფს წარმოადგენენ. ამ ხოჭოს ფერადად მბზინავი კისერი, სავარაუდოდ, მეწყვილის მოსახიბლად ან მტაცებლის დასაბნევად გამოიყენება. ბრაუნმა, რომელიც Phoridae-ს ოჯახში შემავალი ორფრთიანების მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ექსპერტია, იცოდა, რომ ეს მწერები ველურ ბუნებაში რაც შეიძლება მალე უნდა ენახა. ბრაუნმა, რაფაელთან, ამორიმთან და მარშალთან ერთად, სასწრაფოდ დაგეგმა ექსპედიცია. მანაუსში ისინი ნაახალწლევს, ზუსტად კორონავირუსის მსოფლიოში გავრცელებამდე შეხვდნენ ერთმანეთს – 2020 წლის იანვარში. სანამ რაფაელის მანქანა ტროპიკულ ტყეში მიჯაყჯაყებდა, ენტომოლოგები გასართობ პარკში მოხვედრილი ანცი ბავშვებივით მოუსვენრად ცქმუტავდნენ. როდესაც მანქანამ კოშკურასკენ მიმავალ თიხნარ გზაზე გადაუხვია, მათ სულ დაკარგეს მოსვენება. მეცნიერები მწერებით სავსე პირველსავე ბუჩქს მიადგნენ და შიშველი ხელებით დაიწყეს პაწაწინა არსებების დაჭერა. “ეს მგონი შუყაყისებრია”, – თქვა ბრაუნმა, როდესაც რაფაელის ხელში მომწყვდეულ ბუზს დააკვირდა. სანამ ჰელოიზა ფერნანდეს ფლორესი, მაგისტრანტი, რომლის კვლევასაც ამორიმი ხელმძღვანელობს, მწერების შეგროვებით იყო გართული, ბრაუნმა დაგვანახა დიდი კრაზანა, რომელიც ტარანტულებზე ნადირობს და ცხოველთა სამყაროში ყველაზე მტკივნეული დანესტვრა იცის. ენტომოლოგები აღტაცებულები იყვნენ მისი ნახვით, მე – იმით, რომ კრაზანისგან საიმედო სიშორეზე ვიდექი. ამ მწერების ფოტოები ლოს-ანჯელესის ბუნებისმეტყველების მუზეუმის ენტომოლოგმა ბრაიან ბრაუნმა კომპიუტერული ჩიპების დამზადებისას გაპარული შეცდომების აღმოსაჩენად შექმნილი მიკროსკოპული კამერით გადაიღო. გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა ეს Hemiptycha cultrata ერთ-ერთია Membracidae-ს ოჯახში შემავალი ჩვენთვის ცნობილი 3400 სახეობიდან. ზოგიერთი უნესტრო ფუტკარი თავდამსხმელებისგან ბუდის დასაცავად შხამიან ნივთიერებებს აფრქვევს. Azteca-ს გვარის წარმომადგენელი დედოფალი ჭიანჭველები ფრთებს მხოლოდ ერთხელ იყენებენ, რათა გაფრინდნენ და შეჯვარდნენ. ეს ცხვირგრძელა ხოჭო ბუზს ემსგავსება, რითაც მტაცებლებს აფრთხობს. Podagrion-ის გვარის ეს კრაზანა კვერცხსადებით ჩხვლეტს ჩოქელას კვერცხების დამცავ გარსს და შიგნით ყრის კვერცხებს, მისი ლარვა მსხვერპლის კვერცხებით იკვებება. ეს Lallemandia nodosa წინწკლების წყალობით შეუმჩნევლად დაცოცავს ხეზე. ელვარე გარეგნობის მიუხედავად, პეწიანასებრნი შენიღბვის ნამდვილი ოსტატები არიან. ამ ოჯახის წევრები ლითონისებურად ელვარე ლურჯი, მწვანე და ბაცი ყავისფერი შეფერილობით მტაცებლებს, ფრინველებს და კრაზანებს აფრთხობენ. გააზიარეთ ფოტო მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა ეს Hemiptycha cultrata ერთ-ერთია Membracidae-ს ოჯახში შემავალი ჩვენთვის ცნობილი 3400 სახეობიდან. ზოგიერთი უნესტრო ფუტკარი თავდამსხმელებისგან ბუდის დასაცავად შხამიან ნივთიერებებს აფრქვევს. Azteca-ს გვარის წარმომადგენელი დედოფალი ჭიანჭველები ფრთებს მხოლოდ ერთხელ იყენებენ, რათა გაფრინდნენ და შეჯვარდნენ. ეს ცხვირგრძელა ხოჭო ბუზს ემსგავსება, რითაც მტაცებლებს აფრთხობს. Podagrion-ის გვარის ეს კრაზანა კვერცხსადებით ჩხვლეტს ჩოქელას კვერცხების დამცავ გარსს და შიგნით ყრის კვერცხებს, მისი ლარვა მსხვერპლის კვერცხებით იკვებება. ეს Lallemandia nodosa წინწკლების წყალობით შეუმჩნევლად დაცოცავს ხეზე. ელვარე გარეგნობის მიუხედავად, პეწიანასებრნი შენიღბვის ნამდვილი ოსტატები არიან. ამ ოჯახის წევრები ლითონისებურად ელვარე ლურჯი, მწვანე და ბაცი ყავისფერი შეფერილობით მტაცებლებს, ფრინველებს და კრაზანებს აფრთხობენ. მეორე დღიდან მეცნიერებმა ნამდვილი მუშაობა დაიწყეს. რეზინის ჩექმებში ჩატანებულ ხაკისფერ სალაშქრო შარვალში გამოწყობილი ბრაუნი ყოველ დილით მიცოცავდა კოშკზე, სამუშაო ჩანთიდან თაფლწყლით სავსე ბოთლს იღებდა და ფუტკრების მოსაზიდად სითხეს ფოთლებზე აწვეთებდა. ფუტკრებს, თავის მხრივ, Phoridae-ს ოჯახის ის ბუზები უნდა მოეზიდათ, რომლებიც მათ სხეულში დებენ კვერცხებს. იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად განსხვავდება მწერების გავრცელება სიმაღლის მიხედვით, ბრაუნი ჯერ რვა მეტრზე ატარებდა ამ პროცედურას, შემდეგ – 16-სა და 24-ზე. მალე თაფლის სატყუარაზე პატარა, უნესტრო ფუტკრების გუნდი მოფრინდა, რომელთაც კუდში ფუტკრების მკვლელი, Melaloncha-ს გვარის ფორიდები მოჰყვნენ. “ბუზები მუცლის არეში იკუნტებიან ისე, რომ თავდასხმისთვის განკუთვნილი ბასრი ნაწილი თავქვეშ ექცევათ”, – მიყვებოდა ბრაუნი და თან კამერის ვიზირით ადევნებდა თვალს ფორიდისა და ფუტკრის სამკვდრო-სასიცოცხლო რბოლას. – “როგორც კი საჭირო მანძილზე მიუახლოვდება, ფორიდი ფუტკრის მყარ ნაწილებს შორის სპეციალური კვერცხსადებით ყრის კვერცხებს”. მტანჯველი ტენიანობის მიუხედავად, ბრაუნი წამითაც არ ჩერდებოდა უსაქმოდ: ხან ნიმუშებს აგროვებდა, ხან ვიდეორგოლს იწერდა, ხან მიკროსკოპის ქვეშ აკვირდებოდა ნადავლს, ან კოლეგებს ბუზებზე ესაუბრებოდა. ერთ-ერთ დილას, მას შემდეგ, რაც მთელი ღამე კოშკურას საყვარელი, მაგრამ ხმაურიანი ძაღლების ყეფა გვიფრთხობდა ძილს, ყველას თავის ტკივილით გაგვეღვიძა. “მგონი ოპოსუმი მოკლეს”, – მთქნარებით თქვა ამორიმმა. ბრაუნი წამითაც არ დაფიქრებულა, ისე იკითხა: “მწერები არ ახვევია?” ბრაუნისთვის ბუზებზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია, მაგრამ იგი ხვდება, რომ სხვები ასე არ ფიქრობენ და ხალხისთვის კარგად ახსნაა საჭირო, თუ რამოდენა მნიშვნელობა აქვთ ეკოსისტემისთვის ბუზებს. ერთ დილას ბრაუნი სწორედ ამ საკითხზე მესაუბრებოდა. ბრაუნი მსმენელებს ხშირად ახსენებს, რომ ბუზები ბუნებრივ ნარჩენებს გადაამუშავებენ. ბუზის ლარვა საკვების ნარჩენებს, ჩამოცვენილ ფოთლებს, მკვდარ ცხოველებს და ექსკრემენტებს ჭამს და სხვა არსებებისთვის საჭირო ორგანულ ნივთიერებებად აქცევს. ხილის ბუზები, რომელთა გენების 60% ადამიანის გენებს შეესაბამება, გენეტიკური კვლევისთვის უმნიშვნელოვანესი ორგანიზმებია. “და თუ ვერც ამან დაარწმუნა ხალხი, – ამბობს იგი, – მთავარ კოზირს ვიყენებ და ვამბობ, რომ ბუზები კაკაოს მტვერავენ და მათ გარეშე შოკოლადი არ გვექნება”. (ზემოთ მარცხნივ) ამაზონიის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INPA) მეცნიერს, ჟოზე ალბერტინო რაფაელს მწერების შესწავლა ბავშვობიდან სურდა. რაფაელი სამხრეთ ბრაზილიის ქალაქ მარინგაში იზრდებოდა და აგროვებდა პეპლებს, ხოჭოებს და სხვა მწერებსა თუ ფეხსახსრიანებს. „ობობების შიშით დედაჩემი არასოდეს ალაგებდა ჩემს ოთახს“, – ამბობს რაფაელი. (ზემოთ მარჯვნივ) ამაზონიის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელი დეიზი ვილკენია ალმეიდა მარკესი ორფრთიანებს – ეგრეთ წოდებულ ნამდვილ ბუზებს – შეისწავლის. სწორედ მარკესი წააწყდა ფორიდს, რომელმაც თავისი კვერცხები მუხლუხში დადო. მისი აღმოჩენით ბრაუნი სასიამოვნოდ გაკვირვებული იყო, რადგან აქამდე არ ენახა ფორიდის მიერ პარაზიტირებული მუხლუხი. (ქვემოთ მარცხნივ) მაგისტრანტი ჰელოიზა ფერნანდეს ფლორესი დალტონ დე სოუზა ამორიმთან მუშაობს სან-პაულუს უნივერსიტეტში, სადაც იგი Milichiidae-ს ოჯახის ორფრთიანებს შეისწავლის. 2019 წელს ფლორესი „ბუზების სკოლას“ დაესწრო, საგანმანათლებლო პროგრამას, რომელსაც ბრაუნი ხელმძღვანელობს და რომლის მიზანი საზოგადოებაში ბუზების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. წარსულში ენტომოლოგების უმეტესობას კაცები წარმოადგენდნენ, მაგრამ დღეისთვის ბუზების სკოლის სტუდენტების უმეტესობა ქალია. (ქვემოთ მარჯვნივ) სან-პაულუს უნივერსიტეტის პროფესორი ამორიმი ხუმრობს, რომ ორფრთიანების შემსწავლელ ენტომოლოგებს [დღის და ღამის] პეპლები სძულთ, რადგან, ამ მწერების ნათელი შეფერილობის გამო, ხალხი ორფრთიანებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. თანაც, დიდი ზომის გამო, ისინი მახეში გაბმულ სხვა მწერებს ფარავენ და დაკვირვებას ართულებენ. შოკოლადის გარეშე ცხოვრებაზე უფრო სევდიანი რა უნდა იყოს, მაგრამ მაინც დავინტერესდი, კიდევ რა მოხდება, თუკი ბუზები აღარ იარსებებენ. ბრაუნმა ისე, რომ მიკროსკოპისთვის თვალი არ მოუშორებია, მკითხა, რამე თუ მსმენია პოლ და ან ერლიხების იგავზე მოქლონების შესახებ. ვუთხარი, რომ მსგავსი რამ პირველად მესმის. გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა Membracidae-ს ოჯახის წარმომადგენლები სხეულის ნაირგვარი ფორმით გამოირჩევიან. ამ კონკრეტულს აქლემის კუზისმაგვარი წანაზარდები აქვს. ბრაუნის თქმით, ეს ჯერ კიდევ უსახელო ფორიდი „ნამდვილი სიკვდილის მანქანაა“; ეს პარაზიტოიდი კვერცხებს სხვა მწერებში დებს. ეს მწერი ეკლოვან მცენარეებს ჭამს და შესანიღბად თავადაც ეკალს წააგავს. ხარაბუზას საცეცი მის სხეულზე უფრო გრძელია. როდესაც მათ ბუდეს ესხმიან თავს, Cephalotes simillimus-ები ბრტყელ თავებს ბარიკადების მსგავსად იყენებენ და შემოსასვლელს ხერგავენ. ამ ქინძისთავისოდენა ფოთოლრწყილებს სტეგოზავრის წვეტების მსგავსი გამონაზარდები აქვთ. პეწიანასებრები უზარმაზარი თვალებით აკოტროლებენ გარემოს, რაც მტაცებლებისგან სწრაფად გაქცევაში ეხმარებათ. გააზიარეთ ფოტო მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა Membracidae-ს ოჯახის წარმომადგენლები სხეულის ნაირგვარი ფორმით გამოირჩევიან. ამ კონკრეტულს აქლემის კუზისმაგვარი წანაზარდები აქვს. ბრაუნის თქმით, ეს ჯერ კიდევ უსახელო ფორიდი „ნამდვილი სიკვდილის მანქანაა“; ეს პარაზიტოიდი კვერცხებს სხვა მწერებში დებს. ეს მწერი ეკლოვან მცენარეებს ჭამს და შესანიღბად თავადაც ეკალს წააგავს. ხარაბუზას საცეცი მის სხეულზე უფრო გრძელია. როდესაც მათ ბუდეს ესხმიან თავს, Cephalotes simillimus-ები ბრტყელ თავებს ბარიკადების მსგავსად იყენებენ და შემოსასვლელს ხერგავენ. ამ ქინძისთავისოდენა ფოთოლრწყილებს სტეგოზავრის წვეტების მსგავსი გამონაზარდები აქვთ. პეწიანასებრები უზარმაზარი თვალებით აკოტროლებენ გარემოს, რაც მტაცებლებისგან სწრაფად გაქცევაში ეხმარებათ. “წარმოიდგინე, რომ თვითმფრინავში ზიხარ და ვიღაც თვითმფრინავის ფრთას მოქლონებს აცლის. მიდიხარ ამ კაცთან და ეკითხები, რატომ აკეთებს ამ სისულელეს, ის კი გპასუხობს: “რაში გვჭირდება ამდენი მოქლონი? მაინც ყველა ერთსა და იმავე საქმეს ასრულებს, არაფერი დაშავდება, რამდენიმე მათგანს თუ გადავაგდებთ”. ვუთხარი, რომ შემეშინდებოდა. “ეკოსისტემაა ეგ თვითმფრინავი, მოქლონები კი – სხვადასხვა სახეობებია. ხალხი, რომელსაც ეს არ ანაღვლებს, კითხულობს: “მერე რა მოხდა, თუ ბუზის რამდენიმე სახეობა გადაშენდება?” – ბოლოს შეიძლება მთელი ეკოსისტემა ჩამოიშალოს”. ბრაუნი გაჩუმდა და ყველაფერი ტროპიკული ტყის ყივილმა, ჭიკჭიკმა და ჩხავილმა მოიცვა. შემდეგ ამოიოხრა, წამოდგა და კოშკზე წასასვლელად მზადება დაიწყო. ეს ჰეილი კოენ გილილენდის პირველი სტატიაა ჩვენი ჟურნალისთვის. ფოტოგრაფი კრეგ კატლერი იღებს ნატურმორტებს და პორტრეტებს გარემოში. ბრაიან ბრაუნი მწერების შესასწავლად მაკროფოტოგრაფიას იყენებს. The post მაღალ ხეებზე მცხოვრები მწერები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა