Guest Merlin Posted 19 აპრილი, 2021 Posted 19 აპრილი, 2021 NASDAQ-ზე ვაჭრობის დაწყების პირველივე დღეს Coinbase-ის ტოპ მენეჯერებმა და კომპანიის ადრეულმა ინვესტორებმა 5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდეს. აშშ ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა (Brian Armstrong) 381-410$-ად 749999 COIN აქცია გაყიდა. მან 291.8 მილიონი დოლარი მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ აქციების აღნიშნული მოცულობა კომპანიაში მისი წილის მხოლოდ 1.5%-ს შეადგენს. მნიშვნელოვნად მეტი აქცია Coinbase-ის დირექტორების საბჭოს თავმჯდომარემ, ფრედ ვილსონმა (Fred Wilson) გაყიდა. მის მიერ გაყიდული აქციების რაოდენობამ 4.7 მილიონი შეადგინა, ხოლო გაყიდვიდან შემოსავალმა 1.8 მილიარდი დოლარი. ამდენივე აქცია გაყიდა კომპანიამ Union Square Ventures, რომელსაც ვილსონი ხელმძღვანელობს. დირექტორების საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, მარკ ანდრისენმა (Marc Andreessen) ვენჩურულ ფირმა Andreessen Horowitz-თან და ორ აფილირებულ კომპანიასთან ერთად 449 მილიონ დოლარად 1.18 მილიონი აქცია გაყიდა. აქციების პირდაპირი განთავსება IPO-სგან იმით განსხვავდება, რომ ახალი აქციების გამოშვების ნაცვლად ბაზარზე უკვე არსებული აქციები ხვდება. ამგვარად, Coinbase-ის ინვესტორებისა და ტოპ მენეჯერების მიერ აქციების გაყიდვამ ფასიანი ქაღალდის ლიკვიდურობა და მიმოქცევაში აქციების წილი (free float) გაზარდა. Coinbase-ის აქციების პირდაპირი განთავსება 14 აპრილს მოხდა. NASDAQ-მა რეკომენდებულ ფასად 250$ დაასახელა. ვაჭრობის დაწყების შემდეგ ფასი ჯერ 420$-მდე გაიზარდა, შემდეგ კი 310$-მდე შემცირდა. ვაჭრობის პირველი დღის მონაცემებით კომპანიის კაპიტალიზაციამ 85.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამჟამად COIN აქციის ფასი 329.5$-ს შეადგენს. წყარო: https://bits.media The post Coinbase-ის ტოპ მენეჯერებმა და ინვესტორებმა 5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა