ფორუმელი Moor Posted 19 აპრილი, 2021 Posted 19 აპრილი, 2021 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 19 აპრილს უკრაინელ კოლეგა დმიტრო რაზუმკოვს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თალაკვაძემ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინასა და მის საზღვრებთან განხორციელებული მილიტარიზაციის გამო, რაც „ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“. მისი შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინასა და მის საზღვრებთან განხორციელებული ქმედებები იმეორებს 2008 წლის სცენარს, როდესაც „რუსეთმა საქართველოს ოკუპაციისთვის გამოიყენა სამხედრო წვრთნების მიზნით მობილიზებული სამხედროები“. თალაკვაძემ საქართველოს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობიანი განვითარების უფლების მიმართ და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ესკალაცია საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის. „საქართველო იყენებს ყველა პლატფორმას, რათა მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიონ უკრაინას და შეაჩერონ რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული პოლიტიკა“, – დასძინა მან. უკრაინის „უმაღლესი რადას“ თავმჯდომარემ დმიტრო რაზუმკოვმა მადლიერება გამოხატა თბილისის პოზიციის მიმართ და განაცხადა, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე პარტნიორების მხარდაჭერა და აგრესორის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა ეხმარება უკრაინას, რომ „საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას“. „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, თქვენ იცით რასაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიები. ასეთ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ შევძლებთ დამოუკიდებლობის დაცვას“, – დასძინა რაზუმკოვმა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 19 აპრილი, 2021 Posted 19 აპრილი, 2021 (შესწორებული) 9 minutes წინ, Moor said: საქართველო იყენებს ყველა პლატფორმას, რათა მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიონ უკრაინას და შეაჩერონ რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული პოლიტიკა“, – დასძინა მან. მუსიე სეტი ამბობდა თუ არ ვცდები ორი გეგმის შესახებ : ლოთებთან ალიანსი, ან გიჟთან მორიგება - აგერ ბატონო, მეორე აურჩევიათ ??? Edited 19 აპრილი, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა