Guest Merlin Posted 19 აპრილი, 2021 Posted 19 აპრილი, 2021 საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ცენტრალური ბანკია და მისი სტატუსი კონსტიტუციით არის განსაზღვრული. იგი უფლებამოსილია, საბანკო მომსახურება გაუწიოს ქვეყნის მთავრობას, ფულად-საკრედიტო ორგანოებს, სხვა ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. საქართველოს ეროვნული ბანკი დღევანდელი სახით 1991 წლიდან არსებობს, თუმცა, პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919-1921 წლებში არსებობდა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია და მის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვთ არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. კონსტიტუციითაა განსაზღვრული მისი მოვალეობები და საქმიანობის წესიც. ეროვნული ბანკის საქმიანობის მთავარი მიზანი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობაა. იგი ფლობს, მართავს და განკარგავს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს. 2021 წლის 21 მარტის მონაცემებით, საერთაშორისო რეზერვებმა $4.101 მილიარდი შეადგინა. ამ თანხის 95%, ანუ $3.895 მილიარდი, უცხოურ ვალუტაშია კონვერტირებული, ხოლო 5% სპეციალური სესხის უფლებას წარმოადგენს. უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული რეზერვების 61% ფასიანი ქაღალდების, ხოლო დანარჩენი ნაღდი ფულის სახითაა წარმოდგენილი. ოქროს რეზერვი საქართველოს ეროვნულ ბანკს არ აქვს. ეროვნული ბანკის ფუნქციაა საფინანსო სექტორის ზედამხედველობაც. ამით ის ხელს უწყობს საფინანსო სექტორის ფინანსურ მდგრადობასა და გამჭვირვალობას, ისევე, როგორც სექტორის მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვას. სებ-ი ახორციელებს ზედამხედველობას ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესრულებაზე. ეროვნულ ბანკს აქვს ემისიის განხორციელებისა და მიმოქცევისათვის ან ნუმიზმატიკური მიზნებისათვის სამახსოვრო მონეტების მოჭრის ექსკლუზიური უფლება. The post რა ფუნქციები აქვს ეროვნულ ბანკს appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა