Guest Merlin Posted 19 აპრილი, 2021 Posted 19 აპრილი, 2021 ციფრული ვალუტის სავაჭრო პროგრამები TikTok-ზე პოპულარობით სარგებლობენ. კრიპტო ვაჭრობის ყველაზე პოპულარული სარეკლამო სივრცეების გამოკვლევისას, პოზიციები შემდეგნაირად გადანაწილდა: App Store-ში პირველ ადგილს სავაჭრო სოციალური პლატფორმა “რობინჰუდი” იკავებს, Coinbase-ი მეორე ადგილზეა, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილები TikTok-მა, YouTube-მა და Instagram-მა გადაინაწილეს. ამ მონაცემებიდან ერთ-ერთი შესაძლო დასკვნა ისაა, რომ ადამიანები ახლა უფრო მეტად ინტერესდებიან კრიპტოვალუტებით. “რობინჰუდმა” პოპულარობის პიკს იანვარში მიაღწია, როდესაც კომპანიამ GameStop-ის აქციების შესყიდვები შეაჩერა. მეორე ადგილზე გასულმა Coinbase-მა ბოლო პერიოდში ხმურიანი სტატიების სათაურებით დაგვამახსოვრა თავი და ამ უკანასკნელმა უზრუნველყო კიდეც მისი დაწინაურება. TikTok-ის მოხმარებელთა უმრავლესობა დაადასტურებს, რომ კრიპტო თემები ტოპიკებში სულ უფრო ხშირად ხვდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე დაინტერესებულია ციფრული ვალუტებით. სოციალური ქსელები კი მათ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ, რადგან აღნიშნულ ვიდეოებში მოკლედ და გასაგებადაა აღწერილი კრიპტოვალუტის გამოყენების ინსტრუქციები. The post ციფრული ვალუტა სოციალურ ქსელებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა