Guest Merlin Posted 19 აპრილი, 2021 Posted 19 აპრილი, 2021 Blockchain კომპანიის ConsenSys–ის სამხრეთ აფრიკის ფილიალის მმართველი, მონიკა სინგერი ევროპულ Blockchain კონვენციას შეუერთდა, რათა კერძო სექტორის როლი გლობალური ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების ჩამოყალიბებაში განიხილონ. მან ორშაბათის პანელში BNP Paribas CIB ციფრული ტრანსფორმაციის ლიდერთან, დინ დემელვიკთან და ფრანკფურტის სკოლის Blockchain ცენტრის პროფესორ ფილიპ სანდნერთან ერთად ისაუბრა სტაბილკონის მოწოდებასა და შესაძლებლობებზე. მონიკა სინგერი, რომელიც 18 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა სამხრეთ აფრიკის ცენტრალური ფასიანი ქაღალდების სტრატეგისტის აღმასრულებელ დირექტორად, მიიჩნევს, რომ არსებული ფინანსური სისტემა სრულყოფილი არ არის. აღმასრულებლის თქმით, არსებული ფინანსური სისტემა მრავალი შუამავლის გამო არის შეზღუდული და სტაბილკოინის მსგავსი ინიციატივები ცენტრალური ბანკებისათვის შეცდომების გამოსწორების შანსია. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი აპირებს გადაწყვიტოს, დაიწყებს თუ არა ექსპერიმენტებს ციფრულ ევროზე 2021 წლის შუა პერიოდში. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ქრისტინ ლაგარდი მიიჩნევს, რომ ევროპული სტაბილკოინის მიღებას მინიმუმ ოთხი წელი დასჭირდება. The post მონიკა სინგერი: სტაბილკოინი შეცდომების გამოსწორების შანსია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა