Jump to content
×
×
  • Create New...

თურქეთი ციფრული ვალუტით გადახდას აკრძალავს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_1043457748-1-300x200.jpg

თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის განცხადების თანახმად, ქვეყანაში ციფრული ვალუტით გადახდა იკრძალება. აკრძალვა ასევე შეეხება კრიპტოვალუტით განხორციელებულ სხვა ოპერაციებს, როგორიცაა ციფრული ვალუტის ლირაში, ან სხვა ნებისმიერ ვალუტაში გადაცვლა.

აღნიშნული აკრძალვა ძალაში შევა 30 აპრილიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში ეკონომიკური სტაბილურობა შეირყა. ლირის გაუფასურებამ კრიპტოვალუტისადმი ინტერესის გაზრდა გამოიწვია.

ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ აკრძალულია კრიპტოვალუტების, ნებისმიერი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გამოყენება საგადახდო მომსახურებებში და ელექტრონული ფულის გაცემა.

მიუხედავად ამისა, მოსახლეობა კვალავაც შეძლებს, სხვა ბანკების საშუალებით აწარმოონ კრიპტო ვაჭრობა, შეისყიდონ აქციები საერთაშორისო ბაზარზე ამ ვალუტაში, მაგრამ ისინი ვეღარ მოახერხებენ გატანის სერვისებით სარგებლობას.

გადახდის პროვაიდერები და ციფრული საფულე ფართოდ გამოიყენება თურქეთში თანხების გადასატანად კრიპტო ბირჟებზე და პირიქით.

ძირითადი გლობალური ბირჟა Binance პარტნიორობდა ადგილობრივ გადახდის პროვაიდერ Papara-სთან, როდესაც ის პირველად შევიდა თურქეთის ბაზარზე.

გადახდის აკრძალვა ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ორი კვირის ვადა აქვთ იმისათვის, რომ გაანაღდონ თავიანთი დანაზოგები ლირაში.

The post თურქეთი ციფრული ვალუტით გადახდას აკრძალავს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share