Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ სჭირდება სტამბოლის არხი საქართველოსა და რეგიონს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

სტამბოლის არხი თურქეთის ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც შავ და მარმარილოს ზღვებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ბოლო მონაცემებით, მისი დასრულება 2025-2026 წლებში იგეგმება და არხის გამოყენების საშუალება ექნებათ როგორც ჩვეულებრივ, ასევე სატვირთო და სახიფათო ნივთიერებების გადამტან გემებსაც. 

სტამბოლის არხს ერდოღანის „გიჟურ პროექტად“ მოიხსენიებენ. იგი თურქეთის დედაქალაქის ამჟამინდელ ევროპულ ნაწილს გაყოფს და ევროპასა და აზიას შორის წარმოქნის კუნძულს, რომელსაც გასასვლელი ექნება შავ და მარმარილოს ზღვებზე, ახალ არხსა და ბოსფორის სრუტეზე. პროექტი აგრეთვე მოიცავს პორტების, ლოგისტიკური ცენტრებისა და ხელოვნური კუნძულების მშენებლობას. 2020 წელს თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ქაჰით თურანმა განაცხადა, რომ სტამბოლის არხიდან წელიწადში $1 მილიარდი შემოსავლის მიღება იქნება შესაძლებელი. მან ასევე აღნიშნა, რომ 2035 წლისთვის არხი წელიწადში 50 000 გემს მოემსახურება, 2050 წლისთვის – 70 000-ს, ხოლო 2070 წელს ეს რიცხვი 80 000-მდე გაიზრდება.

სტამბოლის არხს უზარმაზარი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. მისი მთავარი იდეა ის არის, რომ იგი არ დაექვემდებარება მონროს კონვენციას, რომლის გამოც ნატოს გემები შავ ზღვაში დიდხანს და დიდი რაოდენობით ვერ შემოდიან.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე Business Feed-თან საუბრისას ამბობს, რომ სტამბოლის არხის მშენებლობით შავი ზღვა ღია გახდება მსხვილი სამხედრო ძალებისთვის, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი და ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოები, ეს კი დაასრულებს მასზე რუსეთის ჰეგემონობას. თუმცა, გიორგი რუხაძე ფიქრობს, რომ  სტამბოლის არხის პროექტს განსაკუთრებული ეკონომიკური ეფექტი არ ექნება საქართველოზე და არც ტვირთბრუნვა გაიზრდება მნიშვნელოვნად, რადგან მათი დიდი ნაწილი სტამბოლის პორტისკენ წავა:

იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს არც სამხედრო ფლოტი ჰყავს, ხოლო სავაჭრო ფლოტიც ძალიან მცირეა, საქართველოსთვის ერთადერთი [ხელსაყრელი ფაქტორი] აქ ის არის, რომ ამერიკის და ნატოს წევრი ქვეყნების ჩართულობა და გავლენა გაიზრდება, რაც საქართველოსთვის კარგი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ამ ქვეყნების მოკავშირეა. ანუ, დასუსტდება რუსეთი და გაძლიერდება დასავლეთი შავ ზღვაზე. ეს იქნება ერთადერთი გეოპოლიტიკური სიკეთე, რომელსაც საქართველო მიიღებს.“ 

სტამბოლის არხიBBC

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძეც იზიარებს მოსაზრებას, რომ, სტამბოლის არხის მშენებლობას ჩვენს ქვეყანაზე განსაკუთრებული ეკონომიკური ეფექტი არ ექნება:

„საქართველოს საზღვაო ვაჭრობა პრაქტიკულად არ აქვს განვითარებული. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დიდი გავლენა არ ექნება და თურქეთი ყოველთვის, თუ რამე დაგვჭირდა, შეღავათიანად იყურებოდა [საქართველოსკენ] და ეს არაერთხელ ვნახეთ. დღესაც, მაგალითად, თურქეთი თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ბევრი ქართველი გადადის თურქეთში სამუშაოდ, პრაქტიკულად, არალეგალურად და მერე უკან გადმოდის, რასაც არ ებრძვის თურქეთი. ეს უფრო შეიძლება ევროკავშირს ადარდებდეს, რუსეთსა და სხვებს, მაგრამ საქართველოსთვის, სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ჩვენ აქტიურები არ ვართ არც საერთაშორისო ვაჭრობაში, არც საერთაშორისო ნაოსნობაში. ამ ეტაპზე,  [არ მგონია], რომ რაიმე ეფექტი ჰქონდეს.“ 

ნოდარ ხარშილაძე ასევე ამბობს, რომ იგი ვერ ხედავს ვერანაირ კავშირს სტამბოლის არხსა და ანაკლიის პორტს შორის. მისი აზრით, თურქეთის გადმოსახედიდან, საქართველო არსებულ საზღვაო პოტენციალსაც ვერ იყენებს:

„ჩვენ თუ მომავალში გავაკეთეთ ანაკლიის სამხედრო ბაზა, ეს თუ იქნება ეკონომიკური, მაშინ რაღაც გავლენები შეიძლება ქონდეს, მაგრამ ისევ და ისევ მცირე. ეს თუ სამხედრო იქნება, მაშინ ეს სხვა საუბარია. თუმცა, სამხედროს შემთხვევაში,  „მონრო“ ისევ ძალაში რჩება და აქ არაფერი არ შეიცვლება.“ 

სტამბოლის არხის პროექტი ჯერ ისევ განვითარების ადრეულ ფაზაზეა და ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ახალი არხის აშენებას არ ემხრობა სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ, რომელიც მას „სიკვდილის პროექტსა“ და „სტამბოლის ღალატს“ უწოდებს. წინააღმდეგობის ორი უმთავრესი მიზეზია: პროექტის მაღალი ბიუჯეტი და მისი პოტენციური უარყოფითი ეკოლოგიური გავლენა ქალაქზე. ამჟამინდელი გათვლებით, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი $10-12 მილიარდია, მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ იგი ბევრად ძვირი დაჯდება. მიუხედავად ამისა, ერდოღანი ძალებს არ იშურებს მისი, როგორც თავად წლებია აცხადებს, „ოცნების პროექტის“ განსახორციელებლად და ამბობს, რომ ვერ ჩაერთვება ოპოზიციასთან ბრძოლაში, რადგან დასაკარგი დრო არ არის. 

The post რატომ სჭირდება სტამბოლის არხი საქართველოსა და რეგიონს appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share