Guest Merlin Posted 18 აპრილი, 2021 Posted 18 აპრილი, 2021 18 აპრილს ბიტკოინის კურსი 52000$-მდე დაეცა. მორიგი მნიშვნელოვანი კორექტირება, რამდენიმეთვიანი უწყვეტი ზრდის შემდეგ, ერთდროულად ორი ფაქტორით იყო გამოწვეული. პირველი ფაქტორი ჩინეთში, სინჯიანგის პროვინციაში ელექტროხაზის დაზიანების გამო, სამაინინგო ფერმების მასიური გამორთვა იყო. ამის შედეგად ბლოკების შექმნის სიჩქარე შენელდა და მემპულში დაუდასტურებელი ტრანზაქციების რიცხვი გაიზარდა. მეორე ფაქტორს წარმოადგენდა პარალელურად გავრცელებული და ჯერ კიდევ დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელი მარეგულირებლები რამდენიმე დიდი ფინანსური დაწესებულების დაჯარიმებას, კრიპტოვალუტების მეშვეობით ფულის გათეთრების გამო აპირებდნენ. ამან ბაზარზე პანიკა და ბირჟებზე პოზიციების მასიური ლიკვიდაცია გამოიწვია. ჯერ კიდევ შაბათს დილით ბიტკოინის კურსი 62000$-ს აღემატებოდა, კვირას დილით კი ის თითქმის 15%-ით შემცირდა და 51500$-მდე დაეცა. კრიზისული ფაქტორების აღმოფხვრის შემთხვევაშიც კი, კურსის სწრაფ აღდგენას არ პროგნოზირებენ. წყარო: https://bits.media The post ბიტკოინის კურსი 52000$-მდე დაეცა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა