ფორუმელი კარქი გოგო Posted 17 აპრილი, 2021 Posted 17 აპრილი, 2021 ძალიან მომწონს ეს დეტალი მხატვრულ ნამუშევარში, ძირითად შემთხვევაში შთამბეჭდავს ხდის გარემოს და თუ სხვა ზოგიერთ შემთხვევაში ან თემატიკაში, ფერების სიუხვე მაღიზიანებს, აქ სხვაგვარადაა საქმე. ფერადი ფანჯრები ის კომპონენტია, რომელიც სიცოცხლეს უსხამს ნახატს. გარდა ამისა ცნობისმოყვარეობას გიღვიძებს, რა ხდება ფანჯრებს მიღმა. ეს ხელოვნების ნიმუშებში, თორემ რეალურ ცხოვრებაში იქნება 6-7 წელი, რაც ფანჯრებში აღარ ვიყურები შიშით. საშინელი ჩვევა მქონდა, პირველ სართულზე სახლებში ყურება, მაგრამ იქ ადამიანები კი არა, სახლის ინტერიერის თვალიერება მხიბლავდა, სანამ ვიღაცის ზალაში გამოკვანწულ მიცვალებულს არ გადავაწყდი ერთი ორჯერ. მაგის მერე შევეშვი! ეხლა ზუსტად ისე თავჩახრილი ჩავივლი ხოლმე, პირველი სართულის ფანჯრებთან, როგორც ბავშვები ტელევიზორში დანახული კოცნის სცენაზე ხრიან თვალებს ( ხრიდნენ ჩემს ბავშვობაში, ვხრიდით, რავიცი გვცხვენოდა მაშინ და ეხლა კი ვხედავთ რაც ხდება) მოკლედ ამ ჩვენს ჩარჩოებს მხატვრები ხშირად იყენებდნენ, ოთახში სინათლის "გასაუმჯობესებლად" და ასევე სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა, როგორც იმედის სხივი. ვერ ვიტან რაა ამ თეორიულ უწუ-პუწუ ტექსტებს, მაგრამ აბა საიდან უნდა გაგეგოთ სხვანაირად ჩემი და სხვისი მკვდრების შესახებ. უბრალოდ თვალი გაანებივრეთ ვისაც ხელოვნება გიყვართ. რამოდენიმე ფოტოს დავდებ, რომელიც თემას არ ეხება, მაგრამ ძალიან მომწონს ეს ნამუშევრებიც? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი bobo Posted 5 იანვარი, 2022 Posted 5 იანვარი, 2022 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 2 მაისი, 2023 Posted 2 მაისი, 2023 ეჰ მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა