Guest Merlin Posted 16 აპრილი, 2021 Posted 16 აპრილი, 2021 Citigroup Inc.–ის ანგარიშის თანახმად, დღეს, ბიტკოინის მაინინგის დროს 66-ჯერ მეტი ელექტროენერგია იხარჯება, ვიდრე 2015 წელს. კომპანიის კვლევაში ნათქვამია, რომ ნახშირბადის გამონაბოლქვი, რომელიც უკავშირდება მაინინგს, სავარაუდოდ, მზარდი კონტროლის წინაშე დადგება. ამ იდეას იზიარებს Mastercard–ის ახალი კვლევაც. კომპანიამ, ახლახანს, გამოუშვა საკუთარი ნახშირბადის კალკულატორი. კვლევის მიხედვით კი, გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ ახლა გარემოს დაცვა უფრო მნიშვნელოვანია და უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე COVID-19. Citigroup– ის ანალიტიკოსებმა ასევე განაცხადეს, რომ: ”ბიტკოინის ღირებულების მომატებასთან ერთად იზრდება, კრიპტოვალუტის მაინინგისთვის საჭირო ენერგიის მოხმარებაც”. Citigroup–ის ანგარიშში, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის სტატისტიკას იყენებს, ნათქვამია, რომ ბიტკოინის ქსელის მიერ ელექტროენერგიის გლობალურმა მოთხოვნამ წლიურად 143 ტერავატ საათს მიაღწია. ეს დაახლოებით 4%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს არგენტინის ელექტროენერგიის მთლიანი წარმოება. შეგახსენებთ, რომ მაიამის მერმა, ფრენსის სუარესმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ აშშ-მ უნდა გააუმჯობესოს განახლებადი ენერგიის წყალობით ბიტკოინის მოპოვების ბიზნესი. The post ბიტკოინის მაინინგის დროს ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად გაზრდილია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა