Guest Merlin Posted 16 აპრილი, 2021 Posted 16 აპრილი, 2021 http://www.ambioni.ge/files/sapatriarqo-1.png საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან მრავალი ნიშნით განსხვავდება. „საინფორმაციო საშუალებებით „ნამახვანჰესთან“ მიმართებით, 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით გარკვეული მოწოდებები კეთდება, სადაც გაჟღერდა დავით გარეჯის თემაც. ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი მრავალი ნიშნით განსხვავებულია და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მითუმეტეს, დავით გარეჯთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება. ამ ეტაპზე, ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას“,- ნათქვამია ინფორმაციაში. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა