Jump to content
×
×
  • Create New...

საპატრიარქოს განცხადებით, „ნამახვანჰესის“ და დავით გარეჯის საკითხი „მრავალი ნიშნით განსხვავებულია და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

http://www.ambioni.ge/files/sapatriarqo-1.png

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან მრავალი ნიშნით განსხვავდება.

„საინფორმაციო საშუალებებით „ნამახვანჰესთან“ მიმართებით, 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით გარკვეული მოწოდებები კეთდება, სადაც გაჟღერდა დავით გარეჯის თემაც. ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი მრავალი ნიშნით განსხვავებულია და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მითუმეტეს, დავით გარეჯთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება. ამ ეტაპზე, ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share