ფორუმელი Moor Posted 16 აპრილი, 2021 Posted 16 აპრილი, 2021 არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) 15 აპრილს განაცხადა, რომ ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ მთავრობის მიერ დამტკიცებული „შერჩევითი ზომები“ არის „ზედმეტად მკაცრი, არაგონივრული, არაპროპორციული და დისკრიმინაციული“. ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების მიუხედავად, ვალდებული იქნება, რომ სახელმწიფო საზღვარზე საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი წარადგინოს, შემდეგ კი – საკუთარი ხარჯით 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. ამასთან, ინდოელი სტუდენტები საქართველოში ჩამოსვლას მხოლოდ ჩარტერული რეისებით შეძლებენ. ამჟამად, უცხოეთის ყველა ვაქცინირებულ მოქალაქეს, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ინდოეთიდან შემოდიან, საქართველოში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ. იმავდროულად, არავაქცინირებულ ვიზიტორებს ევროკავშირიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, შვეიცარიიდან, საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ბაჰრეინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა ევალებათ. ვიზიტორები ამ ქვეყნებიდან სავალდებულო თვითიზოლაციისგან თავისუფლდებიან იმ პირობით, თუ ქვეყანაში შემოსვლიდან სამ დღეში კიდევ ერთ PCR ტესტს ჩაიტარებენ. „ევრონიუსზე“ დაყრდნობით, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ინდოეთიდან ჩამოსული 180 სტუდენტი, რომლებიც საქართველოში ახალი რეგულაციების შემოღებამდე ერთი დღით ადრე გამოემგზავრნენ, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადიან. „მათგან 150 სტუდენტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ორი დოზა უკვე გაკეთებული აქვს. დამატებითი ხარჯის სახით თითოეულ დღეზე მათ 150 ლარის დაფარვა უწევთ საშუალოდ, რისი მატერიალური შესაძლებობაც მათ ოჯახებს არ გააჩნიათ“, – აცხადებს ორგანიზაცია. ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი, საკუთარ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების, ფინანსური პრობლემებისა და საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით არსებული არაერთი გაურკვევლობის გამო, საქართველოში დაბრუნებას ვეღარ შეძლებს. შედეგად, ისინი სასწავლო პროცესსაც ჩამორჩნენ. ხაზი გაუსვა რა, რომ „დამატებითი არაპროპორციული შეზღუდვები კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მათ უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობას“, ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ „დაუყოვნებლივ გადახედოს ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ დადგენილ რეგულაციებს და შეცვალოს ისინი პროპორციული და არადისკრიმინაციული ღონისძიებებით“. ასევე წაიკითხეთ: საქართველომ რეგულარული ფრენები განაახლა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა