ფორუმელი Moor Posted 16 აპრილი, 2021 Posted 16 აპრილი, 2021 საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 15 აპრილს განაცხადა, საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ხუთწლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა, რომლითაც 2011 წელს გამოშვებული იმავე მოცულობის ობლიგაციების რეფინანსირება მოხდა. 16 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთით, რომელიც 2.75%-ით განისაზღვრა და რაც 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების საპროცენტო განაკვეთზე (6.875% ) დაახლოებით ორნახევარჯერ ნაკლებია, ბიუჯეტი მომდევნო 5 წელში დაახლოებით 350 მლნ ლარს დაზოგავს. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, „ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთის“ განმაპირობებელი ფაქტორები ინვესტორების მხრიდან „უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა“ და „ქვეყნის სუვერენული რეიტინგია“, რომელიც „ბოლო წლებში გაუმჯობესდა“. მისივე თქმით, პროექტზე მუშაობდნენ საერთაშორისო საფინანსო-საინვესტიციო – ბანკები JP Morgan, Goldman Sachs და ICBC Standard, ასევე ადგილობრივი საინვესტიციო ბანკები – TBC Capital და Galt & Taggart. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციებით საქართველოს მთავრობის მიერ 2008 წელს აღებული ვალდებულების რეფინანსირება მოხდა. ასევე წაიკითხეთ: 2011წ: სააკაშვილი ახალი ევროობლიგაციების გამოშვებით საგარეო ვალის ‘წარმატებულ’ გადავადებას მიესალმება 2008: საქართველო 500 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციების გამოშვებას გეგმავს Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა