Jump to content
×
×
  • Create New...

პროფესიონალი ინვესტორების 74% თვლის, რომ ბიტკოინი „საპნის ბუშტია“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Bank of America-მ ბიტკოინთან დაკავშირებით 200 პროფესიონალ ინვესტორს შორის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა უმეტესობა ბიტკოინს და სხვა კრიპტოვალუტებს „საპნის ბუშტად“ მიიჩნევს.

გამოკითხვაში მონაწილე ინვესტორებისგან კრიპტოვალუტის ბაზარს ყველა ყურადღებით ადევნებს თვალყურს. მიუხედავად ამისა, 74%-მა განაცხადა, რომ ბიტკოინს „საპნის ბუშტად“ მიიჩნევს, მხოლოდ 16%-მა რომ არ მიიჩნევს, ხოლო 10%-მა დააფიქსირა რომ გაუჭირდა პასუხის გაცემა.

http://cryptonews.ge/wp-content/uploads/2021/04/150421_boa_survery.jpg

შედეგის მიუხედავად, ყველა გამოკითხული აღიარებს, რომ კრიპტოვალუტების ბაზარი სულ უფრო პოპულარული ხდება. რესპოდენტების 33%-ს მიაჩნია, რომ ტრეიდერებს შორის ტექნოლოგიური კომპანიების აქციები უფრო პოპულარულია, 27% კი ფიქრობს, რომ მეტი პოპულარობით კსწორედ კრიპტოვალუტების ბაზარი სარგებლობს. 10%-ის აზრით 2021 წელს ბიტკოინი უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე ტექნოლოგიური კომპანიების აქციები. ამასთან, ბევრმა ინვესტორმა ბიტკოინს ფიატური ვალუტის ინფლაციისას ჰეჯირებისთვის ხელსაყრელი აქტივი უწოდა, განსაკუთრებით „ხარების ბაზრის“ დროს.

უნდა აღინიშნოს, რომ Bank of America არასდროს ყოფილა კრიპტოვალუტების მომხრე. მარტში ბანკმა ბიტკოინის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც პირველი კრიპტოვალუტა „უაღრესად სპეკულაციურ“ აქტივად იყო მოხსენიებული და დიდი ოდენობის ელექტროენერგიის საჭიროების გამო ნეგატიურ კონტექსტში იყო განხილული.

წყარო:https://bits.media

The post პროფესიონალი ინვესტორების 74% თვლის, რომ ბიტკოინი „საპნის ბუშტია“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share