Jump to content
×
×
  • Create New...

„საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებულნი


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისში, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე თავდამსხმელი, რომელსაც მძევლად რამდენიმე ადამიანი ჰყავდა აყვანილი, დაკავებულია, მძევლები კი – გათავისუფლებულნი.

მედიასთან საუბარში სირაძემ თქვა, რომ ბანკზე თავდამსხმელი ერთი პირი იყო. თავდასხმის შედეგად „დაზიანება არავის მიუღია და ყველა მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილ იქნა პოლიციის შესაბამის დანაყოფებში“, – აღნიშნა მანვე.

თავდამსხმელის მოთხოვნებისა და მძევლების რაოდენის შესახებ დეტალებზე უწყებში მოგვიანებით ისაუბრებენ.

მედიის ცნობით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის 12:30-ზე შეიჭრა და ბანკის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის, დაცვის წევრი მძევლად აიყვანა.

გაგრძელება იქნება…

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share