ფორუმელი Moor Posted 16 აპრილი, 2021 Posted 16 აპრილი, 2021 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისში, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე თავდამსხმელი, რომელსაც მძევლად რამდენიმე ადამიანი ჰყავდა აყვანილი, დაკავებულია, მძევლები კი – გათავისუფლებულნი. მედიასთან საუბარში სირაძემ თქვა, რომ ბანკზე თავდამსხმელი ერთი პირი იყო. თავდასხმის შედეგად „დაზიანება არავის მიუღია და ყველა მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილ იქნა პოლიციის შესაბამის დანაყოფებში“, – აღნიშნა მანვე. თავდამსხმელის მოთხოვნებისა და მძევლების რაოდენის შესახებ დეტალებზე უწყებში მოგვიანებით ისაუბრებენ. მედიის ცნობით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის 12:30-ზე შეიჭრა და ბანკის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის, დაცვის წევრი მძევლად აიყვანა. გაგრძელება იქნება… Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა