Jump to content
×
×
  • Create New...

ეთერიუმის ბლოკჩეინზე ჰარდფორკი Berlin-ი ჩატარდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

15 აპრილს ეთერიუმის 12244000-ე ბლოკზე დაგეგმილი ჰარდფორკი – Berlin-ი ჩატარდა. Berlin-ის ჰარდფორკი ეთერიუმის გაუმჯობესების ოთხ შეთავაზებას – ოთხ EIP-ს (Ethereum Improvement Proposal) მოიცავდა და ტრანზაქციების სიჩქარის გაზრდასა და საკომისიოს შემცირებას ისახავდა მიზნად.

Berlin-ის ჰარდფორკის ოთხი EIP-იდან, EIP-2565 ალგორითმულად ამცირებს ტრანზაქციიების საკომისიოს, EIP-2718 შესაძლებელს ხდის რამდენიმე ტიპის ტრანზაქციის კომბინირებას, EIP-2929 აჩქარებს ტრანზაქციის დამუშავების დროს, EIP-2930 კი ახალი ტიპის ტრანზაქციას წარმოადგენს. ჰარდფორკის ფონზე ეთერიუმის კურსმა 2487$-ის ახალი რეკორდი დაამყარა.

სისტემის განახლებას არ ახლდა სადავო EIP-1559, რომლის ამოქმედების შემდეგაც საკომისიოს ქსელი დაარეგულირებს, გადახდის შემდეგ კი მონეტების დაწვა მოხდება. საკომისიოს ახალ მოდელს მაინერების უმეტესობა ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა დეველოპერები EIP-1559-ის London-ის ჰარდფორკში ჩართვას აპირებენ, რომელიც ივლისისთვის არის დაგეგმილი.

მოსალოდნელია, რომ ეთერიუმ 2.0 რომელიც  Proof-of-Stake (PoS) კონსესუსის მექანიზმს გამოიყენებს, საკომისიოს პრობლემას ტრანზაქციების შარდინგის მეშვეობით მოაგვარებს, რაც ქსელის გამტარობას გაზრდის. მარტის ბოლოს ეთერიუმის კლიენტის Lighthouse დეველოპერმა Sigma Prime ეთერიუმ 1.0-სა და ეთერიუმ 2.0-ს შორის „შერწყმის ტრანზაქცია“ უკვე ჩაატარა.

წყარო: https://bits.media

 

The post ეთერიუმის ბლოკჩეინზე ჰარდფორკი Berlin-ი ჩატარდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   155 all people including: 2 წევრი, 3 ანონიმური, 150 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Seth
    • t-90
    • Chrome(5)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(1)