Guest Merlin Posted 16 აპრილი, 2021 Posted 16 აპრილი, 2021 რთულია ფილმმეიკერებს ფილმის შექმნის პროცესის ახსნა მოსთხოვოთ. თუმცა ვინ თუ არა მათ, ყველაზე უკეთ იციან როგორ გაგვიძღვნენ კინო სამყაროსა და ისტორიებში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ პროცესზე კინო ისტორიაში გადაღებული ყველაზე ცნობილი სურათი ფელინის – ‘8 ½’ არის. იგი იმ სირთულეებს წარმოადგენს, როდესაც ცხოვრებისა და გამონაგონის გარჩევისას ვაწყდებით.ფილმმეიქინგზე გადაღებული ფილმები არა მხოლოდ პატივს მიაგებენ შოუბიზნესს, ინდუსტრიაში მოღვაწე ხალხსა და კინემატოგრაფიის პროცესს, არამედ ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის ბუნდოვან საზღვარს, იმ ხერხს თუ როგორ შეიძლება სინამდვილე კონსტრუქციული და ხელოვნური გამოჩნდეს; ზოგჯერ კი როგორ შეიძლება სამყაროები, რომლებსაც ვქმნით, უფრო რეალური იყოს, ვიდრე სამყაროები, რომელთაგანაც გაქცევას ვცდილობთ.ქვემოთ წარმოდგენილი ფილმები უბრალოდ სხვა სამყაროს ფიქციას არ წარმოადგენენ, არამედ რაღაც ისეთს, რაც განუყოფლად დაკავშირებულია ჩვენ საკუთარ ცხოვრებასთან. 10. Broken Embraces/ შეწყვეტილი ამბორი (2009)პედრო ალმოდოვარის “შეწყვეტილი ამბორი” ფილმის შექმნის პროცესს ეხება. ნამუშევარი მეტადაა გაჯერებული სურათების თავმოყრით – დავიწყებული ან დაკარგული ფრაგმენტებით წარსულიდან, რომლის გამოყენებასაც მომავალში ნავიგაციისთვის ცდილობენ. ფილმში გადაღების პროცესი როგორღაც ნოსტალგიურია, სადაც მეხსიერება და ფილმი მსგავსი საშუალება ხდება. სცენა, სადაც ჰარი ტელევიზორის ეკრანს ლედას გამოსახულებით ეხვევა განსაკუთრებულია. ამ ეპიზოდში ზღვარი რეალობასა და წარმოდგენას შორის ქრება, რადგან ჰარის რისი შემოთავაზების საშუალებაც შეუძლია – შეწყვეტილი ალერსია. 9. Peeping Tom/ მოთვალთვალე ტომი (1960)სტრიკლენდის ფილმის მსგავსად მაიკლ პაუელი გადაღების პროცესს ობსესიურ, ვუაიერისტულ ბნელ ხელოვნებად წარმოადგენს. ფილმი დაუფასებელი და გამორჩეული ტრილერია, სადაც კამერა და პერსონაჟი მკვლელის თვალი ერთმანეთთან გაიგივებულია.მოთვალთვალე ტომი მკრთალი, ხან სულელური, ხან კი სევდიანი ამბავია იმ შედეგებზე რასაც ფილმის კეთებისთვის მთელი ცხოვრების მიძღვნას მოჰყვება. 8. Berberian Sound Studio/ ბერბერული ხმის სტუდია (2012)როდესაც საქმე დისკომფორტულ ბუნდოვანებებს ეხება, პიტერ სტიკლენდი ნამდვილი ოსტატია. მისი ‘ბერბერული ხმის სტუდია’ გადაღებების საშინელ მხარეს იკვლევს. რეჟისორი აჩვენებს დისკომფორტულ, მიზანმიმართულად ნელ ქრონომეტრაჟს, სხვაობის მწვავე შეგრძნებით; განიცადო საკუთარი თავი, როგორც სხვისი და თავი კინემატოგრაფიის აქტში დაკარგო. ყველაფერი, რაც ფილმში ჩვეულებრივ არ არის ხილული – კამერის მექანიკა, ცელულოიდი, დუბლირება – სინამდვილეში კადრების უმეტეს ნაწილს იკავებს. 7. Holy Motors/წმინდა ძრავები (2012)ლეო კარაქსის ‘წმინდა ძრავები’ ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომლებიც თამაშის წესებს განსაზღვრავენ. ეს არის სურათი პერფორმანსისა და კინემატოგრაფიის ხასიათზე – და მაინც, ეშმაკურად ანებივრებს საკუთარ მასალას. ფანტასტიკის მეტა-ფანტასტიკასთან შერწყმა, ბნელი ფილმი, ჩვენება იმისა, თუ როგორ ვართ ჩვენ ყველა საკუთარი ცხოვრებაში მსახიობები.რამდენადაც ფილმი საზღვრებს ხსნის მის შიგნით გამოგონილ სამყაროებისთვის. კარაქსი ასევე მელანქოლიურ შენიშვნას აკეთებს კინოინდუსტრიაში მომხდარი ცვლილებების შესახებ – როგორც ცვლის ახალი ტექნოლოგიები რეალობას. 6. Adaptation/ადაპტაცია (2002)მეტა-ფიქშენის ნევროზი პიკს ჩარლი კაუფმანის ‘ადაპტაციით’ აღწევს. ფილმი სპაიკ ჯონზის რეჟისურითა და კაუფმანის სცენარით, თვითნებური მწერლის, სახელად – ჩარლი კაუფმანის გარშემო ტრიალებს. თითქოს თავად სცენარისტი მეტა-ფიქშენით კმაყოფილი არ იყო და საკუთარი წარმოსახვის წინააღმდეგ გაილაშქრა. წერის პროცესისას საკუთარი შინაგანი ბრძოლა ფილმის საფუძველი ხდება. აბსურდულობით გაჟღენთილ ‘ადაპტაციას’ და ჩარლი კაუფმანის ფანტაზიას სიურეალისტური თვითშეგნების სიღრმებიისკენ მივყავართ, სადაც საკუთარი ცხოვრებისა და სცენარის სტრუქტურირება ერთნაირად რთულია. 5. The State of Things/ საგნების მდგომარეობა (1982)ვიმ ვენდერსის ‘საგნების მდგომარეობა’ ფოკუსირებულია გადამღები ჯგუფის ბრძოლებზე, შუა-ფროდაქშენზე, ფილმისთვის მარაგების ამოწურვაზე. პირველი სცენა ფილმის გადაღების კადრიდან იწყება. მთლიანად სურათი დამაინტრიგებელია და სხვა ნამუშევრების რეფერენსებს მრავლად მოიცავს; 4.Beware of a Holy Whore/ უფრთხილდი წმინდა მეძავს (1971)რეინერ ფასბინდერის ფილმი ნაკლებადაა ეგზისტენციალური შუამავალი და უფრო მეტა დაკითხვაა იმის შესახებ, თუ როგორ ხრწნიან ერთმანეთს შემოქმედებითი და ეროტიკული ურთიერთობები. კინო ინდუსტრიაში მოღვაწე პერსონაჟების ფაბულის გარდა, ‘უფრთხილდი წმინდა მეძავს’ ძირითადად ადამიანთა ურთიერთობებს ეხება. კონფლიქტი იდეალიზმსა და სისასტიკეს შორის მიმდინარეობს, ისევე როგორც – ფანტასტიკასა და ცხოვრებას შორის ურთიერთობის პარალელურად. 3. The Bad and the Beautiful/ ცუდი და ლამაზი (1952)სურათი, რომელიც ყურადღებას სტუდიური ფილმის გადაღების პროცესზე ამახვილებს. ვინსენტ მინელის ნამუშევარი ფაქტს გამოგონილთან ურევს. ეს თემა ფილმის გადაღების შესახებ ფილმებისთვის შესაფერისია. ჰოლივუდის რეალური ვარსკვლავები გამოგონილ პერსონაჟებში ითქვიფებიან. რამდენადაც ფილმში მწარე გამოსახულებაა იმის შესახებ, თუ როგორ ვერ იტანს ინდუსტრია მეგობრობას, იმდენად ეს არის საყრდენი სატირა იმაზე თუ როგორ არ იცვლება ჰოლივუდი. 2.Ed Wood/ედ ვუდი (1994)ტიმ ბარტონის ‘ედ ვუდი’ გამოჩენილი, საკულტო ფილმმეიკერის – ედ ვუდსა და მის ნამუშევრებზეა კონცენტრირებული, მის საპატივცემულოდ გადაღებული ფილმია. სურათში ედ ვუდი და ორსონ უელსი ერთმანეთს სარკისებურად ირეკლავენ; ორმა კაცმა შეუძლებელს მიაღწია სამყაროში; ორი ადამიანი, რომლებსაც სურთ თავიანთი ოცნებები მათგანვე გაიტაცონ და უცნაურ წინათგრძნობას იზიარებენ იმის შესახებ, რომ უკეთეს ან უარესს შემთხვევაში, ედ ვუდისა და უელსის სახელები კინოში სამარადჟამოდ დარჩება. 1. The Other Side of the Wind/ ქარის სხვა მხარე (2018)რეჟისორის ორსონ უელსის ‘ქარის სხვა მხარე’ დღემდე დაუმთავრებელ ფილმად ითვლება, თუმცა 40 წლიანი მომზადებისა და წარმოების შემდეგ 2018 წელს დღის შუქი იხილა. სატირის მიზანში ევროპული ავანთგარდული ფილმმეიკერები ჰყავს ამოღებული. ნამუშევარი დიზორიენტირებული, ფაქტის, გამოგონილისა და გამქრალი გლამურული ჰოლივუდის ჰალუცინაციური ნაზავია, რაც მელანქოლიურ და მომაჯადოებელ რეკვიემს ქმნის ძველი ეპოქის დასასრულსა და ახლის აღზევებაზე. The post 10 ფილმი ფილმმეიქინგზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ appeared first on filmmaker.ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა