Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული პროექტი Visions Du Reel-ის ინდუსტრიული პლატფორმის მონაწილე გახდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მომავალი ქართული ფილმი “მაგრამ ღმერთო ჩემო, რატომ”? საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის, Visions Du Reel-ის ინდუსტრიული პლატფორმის მონაწილე გახდა.

ფილმის რეჟისორია რატი წითელაძე, პროდიუსერები – ნინო ვარსიმაშვილი, რატი წითელაძე და ოლგა სლუსარევა. პროექტების პრეზენტაცია მოხდება ონლაინ, 14-დან 16 აპრილამდე.

პროგრამის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ უცხოელ პროდიუსერებს, კინოფესტივალების წარმომადგენლებსა და გაყიდვების აგენტებს.

50-წლიანი ისტორიის მქონე კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე წელს 529 ფილმი გაიგზავნა. წითელაძის პროექტმა სხვა 28 ფილმთან ერთად კონკურსში გაიმარჯვა.

The post ქართული პროექტი Visions Du Reel-ის ინდუსტრიული პლატფორმის მონაწილე გახდა appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share