Jump to content
×
×
  • Create New...

მეგი ქარცივაძის გზა ოქსფორდისკენ


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მეგი ქარცივაძე პროფესიით მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების ანალიტიკოსი და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორია. ბაკალავრის ხარისხი მან თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში მიიღო. მაგისტრის ხარისხის მისაღებად კი ინგლისში, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯ UCL-ში გაემგზავრა. მეგი ცოტა ხნის წინ ოქსფორდის უნივერსიტეტის რეგიონმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.

„მიმუშავია როგორც სახელმწიფო, ასევე, არასამთავრობო და აკადემიურ სივრცეებშიც. ჩემთვის ყველაზე საინტერესო მუდამ სამეცნიერო კვლევები და კონფერენციებში მონაწილეობა იყო. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ჩავთვალე, რომ ორწლიანი პაუზის აღება და იმ საქმეზე მობილიზება, რისი კეთებაც მიყვარს, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ამას პანდემიის დაწყებაც მოჰყვა. ლექციების კითხვასა და კვლევაზე მუშაობის პარალელურად გადავწყვიტე, შესაფერისი სადოქტორო პროგრამა მომეძებნა და აპლიკაციების გაგზავნაც დავიწყე. ჯერ ის განხრა შევარჩიე, რომელთანაც ყველაზე ახლოს ვიყავი. შემდეგ კი არჩევანი სფეროში ყველაზე პრესტიჟულ, ოქსფორდის რეგიონის კვლევის სკოლაზე შევაჩერე.“

მეგი ქარცივაძეMegi Kartsivadze

პროგრამაზე მიღების შემდეგ, დეპარტამენტმა გადაწყვიტა, მეგი ბრიტანეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ცენტრის – ESRC-ის დაფინანსების პროგრამაზეც წარედგინა. მეგის სადოქტორო თემა კი Stalin’s Cult in Georgian Colours: Stalinist History Textbooks, Press, Mass Culture and the Emergence of Georgian Stalinism, 1930-1956 იქნება.

„ჩემთვის დაფინანსების მიღება ძალიან დიდი შოკი იყო, კონკურენციაში ძალიან ბევრ ადამიანთან ხარ. აქამდე დაფინანსება მხოლოდ ბრიტანელებზე გაიცემოდა. მისი მიღება სულ 135 აპლიკანტს შეეძლო და აქედან უცხოელებისთვის მხოლოდ 30%-ია განკუთვნილი. ამასთან, დამენიშნა სტიპენდიაც, რომელიც სრულად დაფარავს ჩემს იქაურ საცხოვრებელ ხარჯებს. ამ ყველაფერს, როგორც ოქსფორდი, ასევე ESRC ინაწილებენ.“

ოქსფორდის კოლეჯში სწავლა ოქტომბერში იწყება, მეგი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს უკვე ინგლისში ჩავა. ოქსფორდის რეგიონმცოდნეობის დეპარტამენტი არის ერთ-ერთი უნიკალური იმ მხრივ, რომ ცალკე აქვს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამა. ასევე, სწორედ ოქსფორდშია ბოდლეინის ბიბლიოთეკა, სადაც მკვლევრებს მრავალ უნიკალურ წყაროსთანაც აქვთ წვდომა.

ბოდლეინის ბიბლიოთეკაVinesh Rajpaul

მეგი ამბობს, რომ მის მიღწევებში ძალიან დიდი როლი თავისუფალმა უნივერსიტეტმა ითამაშა. ის მიიჩნევს, რომ მონდომებულ სტუდენტებს ქართული აკადემიური სივრციდან შეუძლიათ ისე განვითარება, რომ შემდგომში სწავლა უცხოურ პრესტიჟულ სასწავლებლებში გააგრძელონ:

„ფრიუნიში, როგორც ლექტორებისგან, ასევე ადმინისტრაციისგან თავიდანვე მქონდა მაქსიმალური მხარდაჭერა, გავსულიყავი საერთაშორისო კონფერენციებზე. არასოდეს, არცერთ ლექტორს არ ეზარებოდა ჩემი სააპლიკაციო განაცხადები ეკითხა და რჩევები მოეცა. ეს ყველაფერი დღემდე გრძელდება. ოქსფორდში აპლიკაციის გაგზავნისასაც, ჩემი საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელი ნუცა ბათიაშვილი მეხმარებოდა. მეც ვცდილობ, ჩემს სტუდენტებს ამ მხრივ ყოველთვის დავეხმარო, სხვადასხვა პროგრამის შესახებ მივაწოდო ინფორმაცია და რეკომენდაციები გავუწიო.“

მეგი ქართულ და უცხოურ საგანმანათლებლო სისტემებს შორის განსხვავებებზე საუბრობს და სუსტი და ძლიერი მხარეების წარმოსაჩენად საკუთარ გამოცდილებას იშველიებს:

„მიუხედავად იმისა, რომ UCL მსოფლიოს ერთ-ერთი Top უნივერსიტეტია, სასწავლებლის შიგნით ურთიერთობებისა და მხარდაჭერის კუთხით, შეიძლება მას თავისუფალი უნივერსიტეტის სივრცე მერჩივნოს. აქ ლექტორებიც და ადმინისტრაციის წევრებიც თანაბრად მიგიჩნევენ მეგობრად და ოჯახის მსგავსი სივრცე იქმნება. ყოველთვის შეგიძლია კითხვებით მიმართო და მათი დახმარების იმედი გქონდეს. მსგავსი მხარდაჭერა და ურთიერთობები UCL-ში სწავლისას არ მქონია. ქართული განათლების სისტემის უმთავრეს ნაკლად საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე და აკადემიურ რესურსებზე შეზღუდული წვდომა მიმაჩნია. დღესაც, სწავლის პროცესში, ამ პრობლემას მუდმივად ვაწყდებით. ხშირად სტუდენტებს პირატულად უწევთ აკადემიური რესურსების მოძიება, რადგან მცირე სამეცნიერო სტატიის შეძენაც კი საოცრად ძვირი ჯდება.“

თავისუფალი უნივერსიტეტიfreeuni.edu.ge

ოქსფორდში წასვლის შემდეგ მეგი სადოქტორო ნაშრომის დაცვასთან ერთად, სტალინიზმისა და რუსული დეზინფორმაციის კვლევასა და გაბათილებასაც გააგრძელებს. იგი ამ საკითხებზე უკვე დიდი ხანია მუშაობს და მიაჩნია, რომ ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

The post მეგი ქარცივაძის გზა ოქსფორდისკენ appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   321 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 321 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(3)