Guest Merlin Posted 16 აპრილი, 2021 Posted 16 აპრილი, 2021 ბზიფის ეკლესია (გაგრის მუნიციპალიტეტი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია). მდებარეობს მდ. ბზიფის მარჯვენა კლდოვან ნაპირზე, ციხის გალავნის ფარგლებში. ბზიფის ეკლესია არის გუმბათიანი, „ჩახაზული ტიპის“ ტაძარი, ოთხი გუმბათქვეშა ბოძით, სამი შვერილი აფსიდითა და სამი მაღალი კარიბჭით სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების წინ. ბზიფის ეკლესია მოპირკეთებულია სწორი წყობის თლილი ქვით, სარკმლები მორთულია თაღოვანი სათაურებით. ტაძარი ძლიერ არის დაზიანებული: კამარები და გუმბათი ჩამოქცეულია და შემორჩენილია მხოლოდ კედლები. ბზიფის ეკლესიას მეცნიერები გარდამავალი ხანით – VIII-X სს. – ათარიღებენ. გეგმით ბზიფის ეკლესია ენათესავება ლიხნისა და ანაკოფიის ტაძრებს, თუმცა მათზე უფრო მარტივი გეგმა აქვს. ბზიფის ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ტაძარია დასავლეთ საქართველოში. ლიტერატურა: ბერიძე ვ., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტ. 2, თბ., 2014; Рчеулишвили Л., Купольная архитектура VIII-IX веков в Абхазии, Тб., 1988. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა