Guest Merlin Posted 16 აპრილი, 2021 Posted 16 აპრილი, 2021 ბევრმა არ იცის, რომ ქართველი მძლეოსანი ქალების ისტორია ნინო დუმბაძით იწყება. ბევრს არც ის სმენია, რომ ნინო იყო პირველი ქართველი სპორტსმენი ქალი, რომელმაც ბადროს ტყორცნაში მსოფლიო რეკორდი მოხსნა და შვიდჯერ გააუმჯობესა საკუთარი მაჩვენებელი. ნინო დუმბაძე ოდესაში იზრდებოდა. ბავშვობაში საბალეტო სკოლაში დადიოდა და ამბობენ, რომ სწორედ ბალეტის ცეკვის ტექნიკამ განსაზღვრა ბადროს ტყორცნის მისეული – დახვეწილი და ელეგანტური სტილი. თუმცა, სანამ ნინო ბადროს ტყორცნაში თავის საუკეთესო შედეგებს აჩვენებდა, ბედი სიმაღლესა და სიგრძეში ხტომაშიც სცადა. წინ წარმატებით მიიწევდა, სანამ ერთ-ერთ შეჯიბრში სერიოზულად არ დაშავდა. ექიმების რჩევის მიუხედავად, სპორტისთვის საერთოდ დაენებებინა თავი, ნინომ ბადროს ტყორცნაში ვარჯიში განაგრძო. ამ დროს ის უკვე 18 წლის იყო, საცხოვრებლად უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა და აქ მწვრთნელს, ბორის დიაჩკოვს შეხვდა. მძლეოსნობაში საქართველოს მრავალგზის რეკორდსმენი ბორისი ნინოს მეუღლე გახდა და მთელი ცხოვრების განმავლობაში მის შეუცვლელ მწვრთნელად დარჩა. ფოტო: ქართული სპორტის მუზეუმინინო დუმბაძეს ვარჯიშის დაწყებიდან მხოლოდ ორი წელი დასჭირდა, რომ ბადრო 49.11 მეტრზე ეტყორცნა და გერმანელი გიზელ მაუერმაიერის მსოფლიო რეკორდი მოეხსნა. არც ეს და არც ნინოს მორიგი სამი გაუმჯობესებული შედეგი მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ ნუსხაში არ შესულა, რადგან იმ დროს საბჭოთა კავშირი მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წევრი არ ყოფილა. მხოლოდ 1948 წელს (როდესაც საბჭოთა კავშირი ფედერაციის წევრი გახდა), 53.25 მეტრზე ნატყორცნი ბადროთი ნინო მსოფლიო რეკორდსმენი ოფიციალურად პირველად გახდა. ქართველმა მძლეოსანმა შედეგი კიდევ ორჯერ გააუმჯობესა. ნინოს ბოლო საუკეთესო მიღწევა – 57.04 მეტრი კი, ბადროს მტყორცნელი ქალებისთვის მიუწვდომელი რვა წლის განმავლობაში დარჩა. 1951 წლამდე საბჭოთა კავშირი არც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი ყოფილა, ამიტომ, მისი სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების მიღმა რჩებოდნენ. არადა, ნინო დუმბაძე 1948 წლის საკავშირო ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით იმავე წელს გამართული ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი დიდი უპირატესობით გახდებოდა. მძლეოსანმა ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება მხოლოდ 1952 წელს შეძლო, თუმცა, ტრავმის გამო მისი შედეგი ბევრად ჩამორჩა მის საუკეთესო მიღწევებს და მხოლოდ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ნინო დუმბაძე ბადროს ტყორცნაში სსრკ-ის ათგზის, ხოლო ევროპის ორგზის ჩემპიონი იყო. ფოტო: ქართული სპორტის მუზეუმიპირველი ქართველი მძლეოსანი ქალის კარიერა მეორე მსოფლიო ომს და მის შემდგომ დაძაბულ პოლიტიკურ პერიოდს დაემთხვა. ამიტომ მას სათანადო საერთაშორისო აღიარება არ მიუღია. თუმცა, სწორედ ნინო დუმბაძე შევიდა ისტორიაში სპორტსმენად, რომელიც ქალ მძლეოსნებს საოცარი სისწრაფით უწესებდა ახალ საზღვრებს. ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში კი მისი რეკორდების მოხსნა მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ორი თვით რუსმა სპორტსმენმა ნინა რომაშკოვამ შეძლო. ნინო დუმბაძემ მისი მიღწევა 2,43 მეტრით მალევე გააუმჯობესა და სპორტიდან რეკორდსმენის სტატუსით წავიდა. The post პირველი ქართველი რეკორდსმენი ქალი: ნინო დუმბაძე appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა