ფორუმელი Moor Posted 15 აპრილი, 2021 Posted 15 აპრილი, 2021 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და რიგი საკითხები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, შავის ზღვის უსაფრთხოება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია განიხილა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე სამუშაოდ უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის მომავალ ვიზიტს გამოიყენებენ. ამავე ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობაზე, დაგმო სიტუაციის ესკალაცია და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას. მან ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის მიერ პროვოკაციების მიმართ გამძლეობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია, „ვიმოძრაოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი მიმართულებით, რომელიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და „ამ მიმართულებით ნატოსა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი მიზნების წარდგენის საჭიროება“. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა „დიალოგისა და სოლიდარობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ნატოსთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის საჭირო პრაქტიკული ნაბიჯები განიხილეს“. „მოვიდა დრო, რომ უკრაინამ და საქართველომ კონკრეტული წინადადებები მიიღონ MAP-ისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის მისაღებად“, – იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ზელენსკის სიტყვებზე დაყრდნობით. ამავე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ზურაბიშვილს ყირიმის პლატფორმის ინიციატივის შესახებ აცნობა – სამიტი კიევში აგვისტოში გაიმართება. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას „ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში და ქართველი პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან ამ ინიციატივაში“. 9 აპრილს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოლიდარობის ნიშნად საქართველოს ელჩის უკრაინაში დაუყონებლივ დაბრუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციების მიზნით თბილისში 2020 წლის მაისში გამოიხმო და ამის მიზეზად პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება დაასახელა, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 20 აპრილი, 2021 Posted 20 აპრილი, 2021 ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა