ფორუმელი Moor Posted 15 აპრილი, 2021 Posted 15 აპრილი, 2021 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისის დაზიანების საქმეზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით (187-ე) დაიწყო, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 1-3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაზიანებულია პარტიის ოფისის მინები და ჩამსხვრეულია ცენტრალური შესასვლელი კარი. მომხდარში ნაციონალური მოძრაობის წევრები მმართველ პარტიას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ „ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებენ საჯარო მოხელეები“. „თქვენ ხედავთ როგორ აქტიურად ემზადება აჭარა 15 მაისის აქციისთვის, ხელისუფლება ხედავს საშიშროებას და რუსული მეთოდებით ცდილობს დაშინებას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნაციონალური მოძრაობის ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა და დაამატა, რომ მათ საქმის სათანადოდ გამოძიების იმედი არ აქვთ, რადგანაც „ეს ყველაფერი იგეგმება სუს-ის კაბინეტებში და ქართული ოცნების შტაბებში“. ოპონენტების ბრალდებებისთვის ამ დრომდე არ უპასუხიათ მმართველ გუნდში. ასევე წაიკითხეთ: პოლიციამ ენმ-ის ოფისზე სროლისთვის ერთი პირი დააკავა შსს-მ ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისზე თავდასხმისთვის ოთხი პირი დააკავა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა