Guest Merlin Posted 15 აპრილი, 2021 Posted 15 აპრილი, 2021 ხუთშაბათს, 15 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, ციფრული ვალუტის ბაზარი გუშინდელ დღესთან შედარებით, ოდნავ შემცირდა. ბიტკოინის კურსმა 14 აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 2.46%-ით დაიკლო. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ფასი 62.390 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ეს კი ნიშნავს, რომ ბიტკოინი მეტ-ნაკლებად უკან იხევს. ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი კი 53%-ს შეადგენს. რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე მსხვილ ციფრულ ვალუტას, ეთერიუმს: ამჟამად, ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 280 მილიარდი დოლარია. ბიტკოინის კურსის მსგავსად ეთერიუმის კურსიც შემცირებულია. თუმცა ალტკოინის ფასი ისევ 2.400 დოლარის ზემოთ განაგრძობს მოძრაობას. ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ღირებულება 3.26%-ით გაიზარდა. საბოლოოდ ეთერიუმის ფასმა 2.430 დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 15 აპრილის დღის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 196 მილიარდ დოლარს შეადგენს. The post 15 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა