Jump to content
×
×
  • Create New...

რამდენად კარგები ვართ სპორტში


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიადებზე 1994 წლიდან მონაწილეობს. ჩვენს ქვეყანას ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 32 მედალი აქვს მოპოვებული. აქედან 8 ოქრო, 7 ვერცხლი, ხოლო 17 ბრინჯაო. ამასთან, რეიტინგში ჯამური მედლების რაოდენობით მხოლოდ 46 ქვეყანას ჩამორჩება.

ქართველებს ზამთრის სპორტის სახეობებში ჯერ დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. ზაფხულის ოლიმპიადებზე კი მედლების მოპოვების სტატისტიკა ასეთია:

1996 ატლანტა – 2 ბრინჯაო
2000 სიდნეი –  6 ბრინჯაო
2004 ათენი – 2 ოქრო, 2 ვერცხლი
2008 პეკინი – 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო
2012 ლონდონი – 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო
2016 რიო დე ჟანეირო – 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო

geonoc.org_.ge_.jpggeonoc.org.ge

მოპოვებული მედლებიდან 17 ჭიდაობაში, 8 ძიუდოში, 5 ძალოსნობაში, 1 კრივში და ერთიც მიზანში სროლაში დავიმსახურეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთადერთი ქართველი ქალი, რომელსაც ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული, ნინო სალუქვაძეა. იგი მალე მსოფლიო რეკორდსაც დაამყარებს და გახდება 9 ოლიმპიადის მონაწილე პირველი ქალი.

ქართველები აქტიურად ასპარეზობენ სხვა პოპულარულ გუნდურ სახეობებშიც. დღეის მდგომარეობით, FIFA-ს რეიტინგში ჩვენი საფეხბურთო ნაკრები 91-ე, ევროპის მასშტაბით კი რიგით 39-ეა. ქვეყნის ნაკრებმა უმაღლეს ნიშნულს 1998 წელს მიაღწია, როცა 52-ე პოზიცია დაიკავა. რაც შეეხება ქალთა საფეხბურთო ნაკრებს, ისინი რეიტინგში 114-ე ადგილზე იმყოფებიან. 

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა კალათბურთში, FIBA-ს მონაცემებით, საქართველო რიგით 36-ე პოზიციაზეა, ევროპულ რეიტინგში კი უკანასკნელი წარმატებების ფონზე საგრძნობლად დაწინაურდა და მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა. 

FIba-ranking.pngwww.fiba.basketball

ქართველები ბევრად უფრო წარმატებულნი არიან რაგბში. ამჟამად ჩვენს ნაკრებს ათეულამდე სულ რაღაც ორი ნაბიჯი აშორებს – ევროპის ქვეყნებს შორის მყარი მე-6 ადგილი უკავია.

ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქართველ ქალთა საჭადრაკო ნაკრების დომინაცია. 2015 წელს მათ ჭადრაკის გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები, ხოლო 2011, 2017, 2019 წლებში ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს. ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთისა და ჩინეთის გუნდებთან ერთად, სპორტში ცალსახა დომინანტი საქართველოს ნაკრებია.

dajildoebaaaa.jpggeorgianjournal.ge

The post რამდენად კარგები ვართ სპორტში appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share