Jump to content
×
×
  • Create New...

ბრაიან არმსტრონგი:„კრიპტოვალუტები ინტერნეტის მსგავსად კომპანიების ახალ ტალღას წარმოშობენ“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Coinbase-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა, კრიპტოვალუტების განვითარება ინტერნეტის გამოჩენას შეადარა და ცენტრალურ ბანკებს სახელმწიფო კრიპტოვალუტების შექმნაში დახმარება შესთავაზა.

CNBC-სთან ინტერვიუში, ბრაიან არმსტრონგმა (Brian Armstrong) კრიპტოვალუტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი აზრით, უახლოეს ტექნოლოგიებს მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლიათ, რადგან კრიპტოვალუტების სფერო ახალი კომპანიების შექმნას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ სამუშაო ადგილების რიცხვის გაზრდას გამოიწვევს.

Coinbase-ის ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ ინტერნეტის გამოჩენისას ბევრ სახელმწიფოს ასევე გაუჩნდა შიში მისი განვითარების მიმართ და ინფორმაციის ნაკადის გაკონტროლებას ცდილობდნენ. მაგალითად, ჩინეთი ინტერნეტის კონტროლს შესაძლებლობების ფარგლებში ამ დრომდე ცდილობს.

„სიახლის შიშის მიუხედავად, თავისუფალი სამყაროს ქვეყნების უმეტესობამ მიიღო ინტერნეტი, რამაც მათთვის უზარმაზარი შესაძლებლობები შექმნა. ინტერნეტში შეიქმნა ახალი ორგანიზაციები, რომლებიც მსოფლიოს უდიდეს კომპანიებად ჩამოყალიბდნენ. იგივე შეიძლება ითქვას კრიპტოვალუტებზეც.“-განაცხადა არმსტრონგმა.

არმსტრონგის აზრით, ახლო მომავალში ყველა განვითარებულ ქვეყანას ექნება სახელმწიფო კრიპტოვალუტა. ამიტომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა უკვე ახლა, საფუძვლიანად უნდა სწავლობდეს აშშ დოლართან მიბმული, საკუთარი ციფრული ვალუტის ამოქმედების შესაძლებლობას და „კვლევითი ეტაპიდან“ კონკრეტულ მოქმედებებზე გადავიდეს.

Coinbase-მა ყველა ცენტრალურ ბანკთან, რომელიც ციფრული ვალუტის შემუშავებას აპირებს, თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

წყარო: https://bits.media

 

The post ბრაიან არმსტრონგი:„კრიპტოვალუტები ინტერნეტის მსგავსად კომპანიების ახალ ტალღას წარმოშობენ“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share