Jump to content
×
×
  • Create New...

უგემრიელესი ალადები


Recommended Posts

  • ფორუმელი
On 4/15/2021 at 3:09 AM, კარქი გოგო said:

მოკლედ ჩემებურ რეცეფტს გაგანდობთ , ძაან ისე, კულუარულად

სამი ცალი კვერცხი ჩავტეხოთ, თქვენ კვერცხი შეგიძლიათ უქნათ, ჩემსას ცოტა ნაჭუჭიც შეერევა ხოლმე, მაგრამ მთავარია ამ დროს კვერცხი იყოს კარგად გარეცხილი. შემდეგ ვუმატებთ ნახევარ ჭიქა შაქარს, ნუ თუ ავადმყოფი მანიაკები ვართ ერთნახევარიც შეგვიძლია დავამატოთ, ამასობაში მაწონში ვყრით ნახევარ კოვზ სოდას და კარგად რო ამოითქვიფება და სარეცხის მანქანიდა გადმოსული ქაფიანი წყალივით გადმოვა, ვასხამთ შაქრიან მასას.  ამის შემდეგ ნახევარ კოვზ გამაფხვიერებელს ვამატებთ და ყურადღება მიაქციეთ, არ აგერიოთ "დროჟში" აქაც გამოცდილება მალაპარაკებს, შემდეგ ვანილი და ფქვილი ორი ჭიქა ან ცოტათი მეტი, არაჟნის კონსტინენციამდე რომ მივიდეს. ასევე სჭირდებოდა ზეთი მანამ, სანამ რვა ლარი გახდებოდა და შოკოლადის კარაქზე მეტი ღირებულება მიეცემოდა. ყოველივე ამის შემდეგ წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე ვასხამთ მიღებულ მასას და საშუალო ცეცხლზე ვტოვებთ. სანამ გამოცხვება ბლინები, ვდგამთ ქურაზე ჩაიდანს და ვჯდებით, რომ ცოტა დავისვენოთ. რომ ვჯდებით შევდივართ bade.ge ზე, ახალი ფორუმია რაღაც, გვავიწყდება ბლინები, გვეძახის მეზობლის ბავშვი, დამწვრის სუნი გამოდის თქვენგანო და მერეღა ვხვდებით რა ხდება ჩვენს თავს. ნახშირად ქცეულ ალადებს ტაფაზე ვტოგებთ, ჩაიდანს ვთიშავთ,  ვწვებით  - ვიძინებთ.

 

 

რეალობის უკეთ აღსაქმელად, იხილეთ თანდართული fაილი

 

A41B6CE0-64F0-41EA-A756-37BE76AE3B30.png

აუ, მეწყინა, რა დასასრული იყო :(

 

მე გასწავლით ჩემებურ ვერსიას, ჯერ ცილა ამოიყვანეთ და ბეზეს კონსისტენციამდე რომ მივა, შეურიეთ შაქარი და მერე კვერცხის გული.

უფაფუკესი გამოდის ასე.თან არ გაიტყლეპება, პირიქით, მაღალი გამოვა.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Windmühle said:

აუ, მეწყინა, რა დასასრული იყო :(

 

მე გასწავლით ჩემებურ ვერსიას, ჯერ ცილა ამოიყვანეთ და ბეზეს კონსისტენციამდე რომ მივა, შეურიეთ შაქარი და მერე კვერცხის გული.

უფაფუკესი გამოდის ასე.თან არ გაიტყლეპება, პირიქით, მაღალი გამოვა.

მოვსინჯავ ❤️

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   317 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 316 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(2)