Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ ბიუჯეტის გაზრდას კრიპტოვალუტებიდან შემოსული გადასახადების ხარჯზე აპირებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

აშშ-ს შიდა შემოსავლების სამსახურის (IRS) ხელმძღვანელის, ჩარლზ რეტიგის (Charles Rettig) თქმით, უწყება კრიპტოვალუტების ტრანზაქციებიდან მიღებულ შემოსავლებზე დეკლარირების ახალ მოთხოვნებს ამზადებს. საგადასახადო ფორმა 1040-ს კრიპტოვალუტების შესახებ ახალი პუნქტები დაემატება, რაც ამ სფეროში გადასახადების კონტროლს გაამარტივებს.

„ჩვენ ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომელიც კრიპტოვალუტებს დაბეგვრის ობიექტად განსაზღვრავს. ასეთი აქტივების დეკლარირებისთვის ჩვენ შესაბამისი წესების დადგენას შევეცდებით.“- განაცხადა რეტიგმა.

ამჟამად დოკუმენტი განხილვის ადრეულ სტადიაზეა. კრიპტოვალუტების სფერო სწრაფად და მრავალმხრივად ვითარდება, რის გამოც ყველა ნიუანსის ადეკვატურად გათვალისწინება რთული იქნება. ამიტომ, რეტიგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონპროექტზე მუშაობის დროს აუცილებლობას წარმოადგენს როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მონაწილეობა, რათა ყველა მოქალაქის ინტერესი იქნას გათვალისწინებული.

IRS-ის მონაცემებით, 2011,2012 და 2013 წლებში აშშ-ს ბიუჯეტში არშესული გადასახადების რაოდენობა წელიწადში 400 მილიარდამდე დოლარს შეადგენდა. ბოლო პერიოდში კი, შემოსავლის ახალი წყაროების, მათ შორის კრიპტოვალუტების გაჩენასთან დაკავშირებით, საგადასახადო დანაკლისი წელიწადში 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.

წყარო: https://bits.media

The post აშშ ბიუჯეტის გაზრდას კრიპტოვალუტებიდან შემოსული გადასახადების ხარჯზე აპირებს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share