Jump to content
×
×
  • Create New...

ახალციხის მერიის შპს "კეთილმოწყობამ" ჯამში 5,3 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო


Recommended Posts

  • ფორუმელი
ახალციხის მერიის შპს "კეთილმოწყობამ" ჯამში 5,3 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო admin Wed, 04/14/2021 - 21:12

ახალციხის მერიის შპს “კეთილმოწყობამ” 2017-20 წლებში 5,349,809 ლარის 21 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო.

მოგებული ტენდერების პირობებს შპს “კეთილმოწყობა” ხშირად ვერ აკმაყოფილებდა და ვალდებულებებს ვერ ასრულებდა.

ტენდერით დაკისრებული სამუშაოს შესასრულებლად შპს “კეთილმოწყობა” ახალციხის მერის - ზაზა მელიქიძის კომპანია “მელიზას” ქირაობდა.

აღსანიშნავია, რომ შპს “კეთილმოწყობის” დირექტორს თანამდებობაზე ახალციხის მერი ნიშნავს და სატენდერო კომისიის თავმჯდომარე “კეთილმოწყობის” ყოფილი დირექტორი, კობა კურტანიძე იყო.

2017 წლის დეკემბერში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ დაარეგისტრირა შპს “კეთილმოწყობა”, რომლის საქმიანობის სფეროსაც სამშენებლო და სარემონოტო სამუშაოები წარმოადგენს. ვინაიდან აღნიშნული შპს-ის 100%-იან წილს ფლობს ახალციხის მერია, ამიტომაც ამ კომპანიის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს თავად ახალციხის მერი, შესაბამისად ეს შპს ფაქტობრივად წარმოადგენს მერიის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურს, რომელიც კერძო კომპანიის სახით ოპერირებს სახელმწიფო ტენდერებში.

2017-2020 წლებში შპს “კეთილმოწყობას” ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ 23 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 21-ში გაიმარჯვა ისე რომ კონკურენტი არ ჰყოლია. აღნიშნული ტენდერებით მან ბიუჯეტიდან 5,266,829 ლარი მიიღო. იმავე წლებში ახალციხის მერიამ მასთან გააფორმა არაერთი გამარტივებული შესყიდვა, ჯამში 82,980 ლარის ღირებულებით.

საბოლოო ჯამში 2017-20 წლებში შპს “კეთილმოწყობამ” ახალციხის ბიუჯეტიდან ჯამში 5,349,809 ლარი მიიღო.

გარდა იმისა რომ 23 ტენდერიდან 21-ში უკონკურენტოდ გამარჯვება აჩენს გონივრულ ეჭვს იმისა, რომ ახალციხის მერია სატენდერო პირობებს არგებდა მის მფლობელობაში არსებულ კომპანიას, აუდიტის სამსახური პირდაპირ მიუთითებს ამგვარი ფაქტების არსებობის შესახებ, რა დროსაც 2018-19 წლებში მერიის მიერ გამოცხადებული 4 ტენდერი, საავტომობილო გზების შეკეთება/მოვლა-შენახვის მომსახურებასთან დაკავშირებით, იყო იმგვარად შედგენილი რომ სხვა კომპანიას ვერ დაეკმაყოფილებინა სატენდერო პირობები.

კერძოდ, ხარჯთაღრიცხვებში მითითებული იყო რამდენიმე სამუშაოს შესრულება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული და სარგებლობის უფლებით გადაცემული მანქანა-მექანიზმებით. ეს ტექნიკა კი ტენდერის მიმდინარეობის პერიოდში, მუნიციპალიტეტმა რამდენიმე თვის ვადით შპს „კეთილმოწყობას” ათხოვა. ამდენად, ზემოთ აღნიშნული გარემოებები მიანიშნებს იმაზე, რომ ტენდერები პრაქტიკულად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და უზრუნველყოფდა შპს „კეთილმოწყობის“ უპირობო გამარჯვებას.

საყურადღებოა ერთი გარემოება, კერძოდ: ამგვარ უკონკურენტო პირობებში მოგებული ტენდერების პირობებს შპს “კეთილმოწყობა” ხშირ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებდა და ვერ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას. მაგალითად 2018 წელს მერიამ მისგან 120,400 ლარად შეისყიდა ინერტული მასალის ტრანსპორტირებისა და გაშლის მომსახურება, რომლისთვისაც საჭირო ტექნიკა კომპანიას არ გააჩნდა, ამიტომაც მან თავად გამოაცხადა ტენდერი, რა დროსაც აღნიშნული მომსახურება, გაცილებით დაბალ ფასად (66,000 ლარით იაფად) შეისყიდა შპს “მელიზასგან”.

საბოლოო ჯამში, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ახალციხის მერია საკუთარ შპს-ს მორგებული პირობებით აგებინებდა ისეთ ტენდერებს, რომლის შესრულებაც ამ კომპანიას ფიზიკურად არ შეეძლო, ხოლო შემდგომში მერიის შპს დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებინებდა სხვა კომპანიას, გაცილებით დაბალ ფასად, რითაც ათიათასობით ლარს ზარალობდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

აღსანიშნავია ისიც რომ შპს “მელიზა” არის ახალციხის მოქმედი მერის კომპანია, რომელმაც 2015-2020 წლებში ახალციხის ბიუჯეტიდან 232,311 ლარი მიიღო. მათ შორის 214,766 ლარის ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო, ხოლო 17,545 ლარი პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა მერიისა და მას დაქვემდებარებული სამსახურებიდან.

მათ შორის ყველაზე მსხვილი შესყიდვები მასთან განახორციელა სწორედ შპს “კეთილმოწყობამ”, რომელმაც 2018-19 წელს 3 ტენდერით მას 104,873 ლარი გადასცა. აღნიშნული თანხები ახალციხის მერის კომპანიას სწორედ იმ მომსახურებისთვის გადაეცა, რომელიც შპს “კეთილმოწყობას”, უკონკურენტოდ მოგებული ტენდერის პირობებით უნდა შეესრულებინა.

ახალციხის მერის კომპანია შპს “კეთილმოწყობის” სატენდერო კომისიამ უკონკურენტო გარემოში შეარჩია. აღსანიშნავია რომ ამ კომისიის თავმჯდომარე იყო კობა კურტანიძე, რომელიც ამავე დროს შპს “კეთილმოწყობის” დირექტორი იყო 2018-19 წლებში და რომელიც ამ თანამდებობაზე ახალციხის მერის თანხმობით დაინიშნა.

დასკვნა

შესაბამისად მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც ახალციხის მერია მორგებული პირობებით ტენდერში ამარჯვინებს მის მიერვე შექმნილ კომპანიას, შემდეგ აღმოჩნდება რომ ამ კომპანიას არ გააჩნია მაგალითად შესაბამისი ტექნიკა დაკისრებული სამუშაოს შესასრულებლად, რისთვისაც ის აგრეთვე უკონკურენტოდ ამარჯვინებს ტენდერში ახალციხის მერის კომპანიას, რომელიც ხდება შპს “კეთილმოწობის” ქვეკონტრაქტორი. აღნიშნული სქემით საბიუჯეტო სახსრები მიედინება ახალციხის მერის კომპანიაში, ხელოვნურად იზღუდება კონკურენცია ტენდერის მიმდინარეობისას, ბიუჯეტი ზარალობს ათიათასობით ლარს და აღნიშნული კორუფციული სქემით სარგებელს ნახულობს მხოლოდ ახალციხის მერი და მასთან დაკავშირებული პირები.

წყარო:

424253195 - შპს კეთილმოწყობა

424065549 - შპს მელიზა

https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge# - შესყიდვების სააგენტო

https://sao.ge/ka/ - აუდიტის სამსახური

https://www.napr.gov.ge/ - საჯარო რეესტრი

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-04/173512051_2930516183890479_6839988210054742192_n.jpegაპრილი 2021 2021 Author დავით მჟავანაძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share