ფორუმელი Moor Posted 14 აპრილი, 2021 Posted 14 აპრილი, 2021 ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი 6-13 აპრილს თბილისსა და სოხუმს ეწვია, სადაც საქართველოს ოფიციალურ პირებს და ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. 7 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი „რთული მდგომარეობა“, ასევე რუსეთიდან მომავალი საფრთხეები განიხილეს. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ „ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის უმოკლეს დროში დაძლევა“. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზალკალიანმა და კლაარმა შეშფოთება გამოხატეს უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაციისა და აღმოსავლეთ უკრაინაში გააქტიურებული სამხედრო მოქმედებების გამო. იმავე დღეს, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი შერიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ ჩაკეტვით გამოწვეულ უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებს, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონების მოსახლეობისთვის“. ამავე ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა „კიდევ ერთხელ დააყენა უკანონო დაკავებების პრაქტიკის დაუშვებლობისა და ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის, მათ შორის ირაკლი ბებუას და ზაზა გახელაძის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი“. თბილისში ვიზიტის ფარგლებში, ტოივო კლაარი 6 აპრილს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის შეხვდა. სოხუმში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი 8 აპრილს ოკუპირებული რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრ“ დაურ კოვეს შეხვდა. ოკუპირებული რეგიონის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ინფორმაციით, მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო, 52-ე რაუნდზე იმსჯელეს და 29-30 ივნისს დაგეგმილი მომდევნო რაუნდის დღის წესრიგიც განიხილეს. სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, 9 აპრილს ტოივო კლაართან გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის „ვიცე-პრეზიდენტმა“ ბადრა გუნბამ კიდევ ერთხელ გააჟღერა სოხუმის მოთხოვნა თბილისთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი 13 აპრილს საქართველოდან სომხეთში გაემგზავრა. ასევე წაიკითხეთ: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 52-ე რაუნდი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს სტუმრობდნენ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა