Guest Merlin Posted 14 აპრილი, 2021 Posted 14 აპრილი, 2021 ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა, ქევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ საჭიროა ციფრული ვალუტის მნიშვნელობის გადაფასება. ქევინ მაკარტის თქმით, ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი და ფედერალური თავმჯდომარე, ჯერომ პაუელი ბიტკოინის უგულველებყოფას ცდილობდა. “ამ ადამიანებმა მეტი უნდა გაიგონ კრიპტოვალუტების შესახებ. ისინი წარმოადგენენ იმ ადამიანების ჯგუფს, ვინც ქმნის პოლიტიკას. ჩვენ, ამ სფეროში გვჭირდება მეტი განათლება, რადგან სხვა ქვეყნები ამ მიმართულებით გაცილებით წინ არიან, განსაკუთრებით კი ჩინეთი”,-აღნიშნა ქევინ მაკარტიმ. 2021 წლის დასაწყისში ჯანეტ იელენმა კრიპტოვალუტები მოიხსენია, როგორც შეერთებული შტატების მზარდი პრობლემა. მან აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა შეისწავლოს მათი გამოყენების შემცირების გზები, როგორც ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მცდელობებისა. ჯერომ პაუელი, რომელიც სამი წლის განმავლობაში მსახურობდა ფედერალური თავმჯდომარის პოსტზე, აშკარად ჯანეტ იელენის პოზიციას იზიარებს. გასულ თვეს მან განაცხადა, რომ ბიტკოინი არაფრით არის გამყარებული და ძალიან არასტაბილურია. The post ქევინ მაკარტი: ციფრული ვალუტის მნიშვნელობა უნდა გადაფასდეს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა