Jump to content
×
×
  • Create New...

კრიპტო კომპანია Canaan-ი 2021 წელს მოგების ზრდას ვარაუდობს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_716334343-300x200.jpg

ციფრული ვალუტის კომპანია, Canaan-ი აცხადებს, რომ 2020 წელს 33 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.

კომპანიის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ბიტკოინის ფასის მატების მიუხედავად, ზარალის ოდენობა მაინც საკმაოდ დიდი იყო.

გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კომპანიამ გამოავლინა, რომ 2020 წლის შემოსავალმა შეადგინა 68.6 მილიონი აშშ დოლარი, რაც 66%-ით ნაკლებია 2019 წლის ფინანსური შემოსავლების მაჩვენებელთან შედარებით.

თუმცა, შემოსავლის შემცირების მიუხედავად, Canaan-ის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ეს ტენდენცია შეიცვალა 2021 წელს. კომპანია 61 მილიონიან მოგებას 2021 წლის პირველი კვარტალში პროგნოზირებს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში ბიტკოინის მაინინგიდან მიღებული შემოსავლების ზრდის შესახებ. გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა ბიტკოინის მაინინგის კომპანიამ, Argo Blockchain–მა თავისი არსებობის განმავლობაში საუკეთესო შედეგი მიიღო.

”მოხარული ვარ, რომ Argo–მ რეკორდული მაინინგის შემოსავალი მიიღო. ეს არის მოგება ზედიზედ სამი თვის განმავლობაში. კომპანიის დაარსების დღიდან ეს Argo– ს საუკეთესო შედეგია”,-აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პიტერ უოლმა.

კომპანიამ 2021 წლის პირველ კვარტალში 387 ბიტკოინი მოიპოვა.

The post კრიპტო კომპანია Canaan-ი 2021 წელს მოგების ზრდას ვარაუდობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share