Jump to content
×
×
  • Create New...

სამხრეთ კორეის ბანკი Hedera-ს მმართველ საბჭოს უერთდება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_797552752-1-300x200.jpg

სამხრეთ კორეის უდიდესი ფინანსური ინსტიტუტი, “შინჰან ბანკი”, ცოტა ხნის წინ, გაკეთებულ განცხადებაში იუწყებოდა, რომ მომხმარებლებისაგან ხშირად მოდიოდა საჩივრები მომსახურების სიჩქარისა და პირობების შესახებ. შესაბამისად, მათმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შეერთებოდა Hedera-ს ქსელის მმართველ საბჭოს.

აღნიშნული გაერთიანება უზრუნველყოფს ბანკისათვის ქსელის გაუმჯობესებას. გაუმჯობესება გულისხმობს მომხმარებლების პრეტენზიების სრულად დაკმაყოფილებას და, რა თქმა უნდა, სამომხმარებლო დონეზე ტრანზაქციების სიჩქარის მკვეთრ ზრდას. ბანკი ასევე დაინტერესებული იყო Hedera-ს ქსელის ციფრული მოღვაწეობით.

”Hedera–ს საჯარო მომსახურების ტექნოლოგიები ცალსახად შეეფერება ფართოდ გამოყენებული სერვისის საჭიროებებს, რაც უნდა იყოს სწრაფი, სამართლიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებლების მიერ მოთხოვნილი კონტროლი და ხილვადობა”,- განაცხადა “შინჰან ბანკის” წარმომადგენელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბანკისათვის უცხო არ არის განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიები. 2017 წლიდან ბანკი ამ ტენოლოგიას სხვადასხვა მომსახურების გასაწევად იყენებდა.

შეგახსენებთ, რომ “შინჰან ბანკი” მსოფლიოში 61-ე ადგილზეა 478.5 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებით.

The post სამხრეთ კორეის ბანკი Hedera-ს მმართველ საბჭოს უერთდება appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share