Jump to content
×
×
  • Create New...

რა HR პრაქტიკებია მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებში?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

რა გჭირდება იმისათვის, რომ იქ, სადაც მუშაობ, თავი ბედნიერად იგრძნო? რამდენად შესაძლებელია, იშრომო ორგანიზაციის წარმატებისთვის ისე, რომ თავადაც მიაღწიო წარმატებას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მსოფლიოს სამი უდიდესი კომპანიის HR პრაქტიკების მაგალითებზე შევეცდებით.

iStock-813199086-scaled-e1588028779494.j© Getty Images

Hilton 

„ავტობუსში შესაფერისი ადამიანები ჩასვი და სანამ გადაწყვეტ, საით წახვიდე, დასვი ისინი შესაბამის ადგილებზე“, – ბიზნესის მართვის კონსულტანტის – ჯიმ კოლინზის ამ სიტყვებით აღწერს Hilton-ის აღმასრულებელი დირექტორი გუნდის მართვის მისეულ სტილს. ბიზნესგამოცემა Fortune-მ სწორედ სასტუმროებისა და კურორტების საერთაშორისო ქსელი Hilton დაასახელა 2020 წლის საუკეთესო კომპანიად, სადაც თანამშრომლებზე განსაკუთრებით ზრუნავენ. 

Hilton დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ღირსეულ ანაზღაურებას. ის გუნდის წევრებს ხშირად სთავაზობს ბონუსებს, გაზრდილი მოგების შემთხვევაში კი, კომპანია მას თანამშრომლებსაც უნაწილებს. გუნდის თითოეული წევრის ინტერესების გათვალისწინება და მათთვის სასურველი დავალებების გაცემა Hilton-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კომპანიას თანამშრომლებისთვის სპეციალური სამოგზაურო პროგრამა – Go Hilton აქვს, რითაც მათ Hilton-ის სასტუმროებში 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. ლიმიტის ფარგლებში კი ამ პრივილეგიით სარგებლობის საშუალებას მათი ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც აძლევს. ასევე, Hilton თანამშრომლების ნაწილს სხვადასხვა დარგში განათლებასაც უფინანსებს, ცოდნის გაღრმავების მსურველებს კი ის Hilton Worldwide University-ში გზავნის. კომპანიაში თანამშრომლების დაფასების კვირეულებიც ხშირად ტარდება.

pandasecurity-google-hacked.jpg© Getty Image

Google

Hilton-ის მსგავსად სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს თანამშრომლებს Google-ც სთავაზობს. მისი სპეციალური პროგრამა გუნდის წევრებს სასწავლო შვებულების აღების შესაძლებლობას აძლევს. სწავლის ხარჯებს კი კომპანია ფარავს. Google დიდ მნიშვნელობას აქცევს თანამშრომლების ბედნიერების ხარისხსა და ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ, კვებისა და სხვა წვრილმანი ხარჯების გარდა, კომპანია მათ სამედიცინო სერვისებს და ფსიქოლოგთან კონსულტაციებსაც უნაზღაურებს.

„როგორც ლიდერმა, მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ შენი წარმატება დაინახო, არამედ ფოკუსირდე სხვის წარმატებაზეც“, – ამბობს Google-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი. მართლაც, Google წლების განმავლობაში სახელდებოდა საუკეთესო კომპანიად, რომელიც თანამშრომლების განვითარებასა და წარმატებაზე განსაკუთრებით ზრუნავს.

1280px-Adobe_World_Headquarters.jpg© Coolcaesar

Adobe 

Fortune-ს საუკეთესო ორგანიზაციების სიაში ხშირად ხვდება კომპიუტერული პროგრამების კომპანია Adobe. კომპანია თანამშრომლებს მოქნილ გრაფიკს სთავაზობს და საჭიროების შემთხვევაში არც სახლიდან მუშაობას უკრძალავს მათ. Adobe-ს აქვს სპეციალური ფონდიც, რომლითაც გუნდის წევრების სწავლას აფინანსებს. სწავლისთვის თანამშრომელს Adobe-ისგან წლიურად $10 ათასის მიღების შესაძლებლობა აქვს. ის გუნდის წევრებს ვებინარებს, კონფერენციებსა და ონლაინკურსებსაც უფინანსებს. თანამშრომლებს, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო მუშაობას წყვეტენ, კომპანია ხელფასს ორ წლამდე უნარჩუნებს. 

Adobe-ის თანამშრომლების 96% ამბობს, რომ მენეჯმენტი მათ თანასწორ უფლებებს სთავაზობს და ყველაზე მეტად მისი ბიზნესპრაქტიკების ეთიკურობა მოსწონთ. ასევე, 97% აღნიშნავს, რომ თავს დაფასებულად და კომპანიის მნიშვნელოვან ნაწილად გრძნობს. თავად Adobe მისი ინოვაციური პროდუქტების შექმნისა და საუკეთესო ბიზნესშედეგების განმაპირობებლად გუნდის მრავალფეროვნებას მიიჩნევს. კომპანიას აქვს სპეციალური პროგრამაც, რომელიც ქალებს ამ ბიზნესში განვითარებასა და თავის დამკვიდრებაში ეხმარება.

The post რა HR პრაქტიკებია მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებში? appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   311 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 311 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(2)