Guest Merlin Posted 13 აპრილი, 2021 Posted 13 აპრილი, 2021 პოლონელმა დეველოპერმა დაწერა კოდი, რომლის მეშვეობითაც მაინინგი Commodore 64-ზე არის შესაძლებელი. კოდი დეველოპერმა GitHub-ის პლატფორმაზე გამოაქვეყნა. Commodore 64 1982 წელს გამოვიდა და იყო მასიური ბაზრის ერთ-ერთი პირველი 8 ბიტიანი პერსონალური კომპიუტერი, რომელიც გეიმინგზე და მუსიკის შექმნაზე იყო ორიენტირებული. მისი ოპერატიული მეხსიერება 64 კიბიბაიტს (მეგაბაიტის მეათასედი) შეადგენდა, მაშინ როცა თანამედროვე კომპიუტერების მეხსიერება, როგორც წესი 4-32 გიგაბაიტია. http://cryptonews.ge/wp-content/uploads/2021/04/success.png მაინინგი თითქმის ყველა ტიპის კომპიუტერზეა შესაძლებელი. ბიტკოინის არსებობის პირველ წლებში მაინინგისთვის სახლის კომპიუტერებსაც იყენებდნენ. დღეს კი იმისათვის, რომ საშუალო თვიურ ხელფასზე ოდნავ მაღალი შემოსავალი გამოიმუშავო ძვირადღირებული მოწყობილობების შეძენაა საჭირო. გაწეული ხარჯის ამოღებას თვეები და ხშირად წლებიც კი სჭირდება. კოდის შემქმნელმა Commodore 64-ის ჰეშირების სიმძლავრეც გამოითვალა – 0.2 ჰეში წამში. შედარებისთვის, თანამედროვე ASIC-მაინერის, მაგალითად Antminer T19-ის სიმძლავრე წამში 84 ტერაჰეშს შეადგენს. ამიტომ, ნაკლებ სავარაუდოა Commodore 64-ის მეშვეობით ბიტკოინის ბლოკის მოპოვება გამოვიდეს. დეველოპერმა მომხმარებლებს ურჩია „უბრალოდ ისიამოვნონ ამ გამოცდილებით“ და თუ რამე არ გამოვა ყოველთვის შეუძლიათ Pac-Man-ი ითამაშონ. წყარო:https://decrypt.co The post მაინინგი უკვე Commodore 64-ზეც შესაძლებელია appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა