Guest Merlin Posted 13 აპრილი, 2021 Posted 13 აპრილი, 2021 ტაილანდის ბანკები დეცენტრალიზებული ფინანსური სისტემის განვითარებას განაგრძობენ. ტაილანდის ერთ-ერთმა უდიდესმა ბანკმა ბიზნესის განვითარების გეგმის ფარგლებში დეცენტრალიზებული ფინანსების სერვისებზე ექსპერიმენტები დაიწყო. Bangkok Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამას Kasikornbank-ის ტექნიკური შვილობილი კომპანია, Kasikorn Business Technology Group-ი ახორციელებს. ბანკის DeFi–ს გეგმების კომენტირებისას, Kasikornbank-ის თავმჯდომარემ, რუანგროჯ პუნპოლმა განაცხადა: ”DeFi წელს KBank ჯგუფის მთავარი საძიებო პროგრამაა. პროექტი განიხილება ბანკის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში.” Poonpol–ის თანახმად, DeFi– ს შეუძლია გაითვალისწინოს ტაილანდის მოსახლეობის ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესება, ინოვაციური ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გზით. ”ამ აქტივების მართვით DeFi–ს ასევე შეუძლია ტაილანდისთვის ეკონომიკური ღირებულება შექმნას”,-აღნიშნა Kasikornbank-ის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, რომ ინდუსტრიის საქმიანობაში ჩართულმა სხვა პირებმა, როგორიცაა მაგალითად, MakerDAO მარეგულირებელთან კონსულტაციები უკვე დაიწყო. The post ტაილანდში დაფუძნებული ბანკი DeFi-ს განვითარებას გეგმავს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა